მალხაზ ბებურიშვილი

მალხაზ ბებურიშვილი (დ. 3 აპრილი, 1932, თბილისი — გ. 12 მარტი, 2018, იქვე) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

მალხაზ ბებურიშვილი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1932
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 2018 (85 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს აბაშის ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 1954–1956 წლებში, 1956–1957 წლებში კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში 1957–1959 წლებში, ხოლო 1959 წლიდან დაბრუნდა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კოლომიიცევი, არზაყან ზვამბაია, ჰემონი, კრეონი, ჯოყოლა, მთხრობელი, ბეგთაბეგოვი. 60 წლის მანძილზე, მან თეატრის სცენაზე განასახიერა 35 მთავარი როლი. აქტიურად მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“, სადაც გადაღებულია 10-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიგია („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“), გიორგი („შეხვედრა წარსულთან“), ოთარი („ჯვარცმული კუნძული“), არონი („გაქცევა გათენებისას“), ელიზბარი („დათა თუთაშხია“) და სხვა.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება