საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტისაპატიო წოდება, რომელსაც ანიჭებდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და წარმოადგენდა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ წარჩინებული მოქალაქეების ღვაწლის აღიარების ერთ-ერთ ფორმას. დაარსდა 1936 წლის 27 მაისს. ენიჭებოდა განსაკუთრებით გამორჩეულ ხელოვნების (თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის და სხვა შემოქმედებითი სფეროს) მუშაკებს მაღალი ოსტატობისთვის, რათა ხელი შეწყობოდა ხელოვნების განვითარებას. აღიარების მომდევნო ხარისხი იყო „საქართველოს სსრ სახალხო არტისტის“, შემდეგი კი - „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება.

საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
ქვეყანა საქართველოს სსრ, (სსრკ)
ადგილმდებარეობა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
პირველად გადაეცა 27 მაისი, 1936
ბოლოს გადაეცა 1991

1919 წლიდან 1936 წლის ბრძანებულებამდე ენიჭებოდა „რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის“ წოდება, რომელსაც რესპუბლიკების განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიები ანიჭებდა განათლების სახალხო კომისრების, საოლქო და სამხარეო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების ბრძანებით.

1940 წლის 25 აპრილის „საქართველოს სსრ საპატიო წოდებათა შესახებ“ დებულებით (დ პუნქტი) შეიცვალა წოდების ფორმულირება და საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება ენიჭებოდათ:

ვიკიციტატა
„თეატრის, კინოს, ესტრადის, ცირკის რეჟისორებსა და არტისტებს, აგრეთვე მაღალი ოსტატობის მუსიკალურ შემსრულებლებს, რომლებმაც შეჰქმნეს მაღალმხატვრული ნიმუშები, სპექტაკლები, კინო-ფილმები და მუსიკალური ნაწარმოებებნი და თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ხელოვნების განვითარებას.[1]

პირველად საპატიო წოდებით, 1924 წელს დაჯილდოვდა ალი აბასოვი, თეატრის მსახიობი. ბოლოს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება გაიცა 1990 წელს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის“ წოდება შეიცვალა „საქართველოს დამსახურებული არტისტის“ წოდებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების დამსახურების გათვალისწინებით, ჯილდოს მფლობელებს შეუნარჩუნდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ სახელმწიფო ჯილდოები, ასევე უფლებები და მოვალეობები, რომელსაც ითვალისწინებდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება