საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
„საქართველოს სსრ სახალხო არტისტი“ — საპატიო წოდება, დაარსებული 1936 წლის 27 მაისს. მას საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადასცემდა გამოჩენილ ხელოვანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ თეატრის, მუსიკისა და კინოს განვითარებაში. წოდება ენიჭებოდა, როგორც წესი, საპატიო წოდებების: „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის“ ან „საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ მინიჭებიდან არა უადრეს ხუთი წლისა. აღიარების შემდეგი საფეხური იყო წოდება „სსრკ სახალხო არტისტი".
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი | |
ქვეყანა | საქართველოს სსრ, (სსრკ) |
ადგილმდებარეობა | საქართველოს სსრ |
პირველად გადაეცა | 27 მაისი, 1936 |
ბოლოს გადაეცა | 1991 |
სტატუსის დაარსებამდე (1936 წლამდე) საბჭოთა რესპუბლიკებში რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდებას ანიჭებდნენ. მისი სტატუსი გაურკვეველი იყო, დავალებებს იღებდნენ საბჭოთა კავშირის პრეზიდიუმები და განათლების სახალხო კომისარიატის გამგეობები სსრკ-ს, საკავშირო და ავტონომიური რესპუბლიკების დონეზე. ტიტული ერთიანი იყო, რესპუბლიკის მითითების გარეშე, მაგრამ დაჯილდოვებულთა სიები და რეესტრები არ ინახებოდა. ბიოგრაფები, სტატუსების მსგავსების გამო, ხშირად აიგნორებდნენ ამ ტიტულებს.
1940 წლის 25 აპრილის „საქართველოს სსრ საპატიო წოდებათა შესახებ“ დებულებით შეიცვალა წოდების ფორმულირება და საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება ენიჭებოდათ:
„თეატრის, კინოს, ესტრადის, ცირკის არტისტებსა და რეჟისორებს, აგრეთვე განსაკუთრებულ ოსტატ მუსიკალურ შემსრულებლებს, რომლებმაც შეჰქმნეს თვალსაჩინო სამხატვრო ნიმუშები, სპექტაკლები, კინო-ფილმები და მუსიკალური ნაწარმოებებნი და რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ხელოვნების განვითარების საქმეში.[1]“
|
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ტიტული „საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი“ შეიცვალა წოდებით „საქართველოს სახალხო არტისტი“, ხოლო წოდების მფლობელებმა შეინარჩუნეს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ჯილდოებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Жалейко Б. А. Звания почётные // Юридический энциклопедический словарь. — 2-е издание. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — С. 139—143.