სსრკ სახალხო არტისტი
სსრკ სახალხო არტისტი (რუს. Народный артист СССР) — სსრკ-ის საპატიო წოდება, რომელიც 1936-1991 წლებში ენიჭებოდა სსრკ-ის ხელოვნების გამორჩეულ მუშაკებს, რომლებმაც მიიღეს სახალხო აღიარება საბჭოთა თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის, ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის. დამტკიცებულია სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1936 წლის 6 სექტემბრის №47 დადგენილებით.
სსრკ სახალხო არტისტი | |
სამკერდე ნიშანი „სსრკ სახალხო არტისტი“ | |
ქვეყანა | სსრკ |
პირველად გადაეცა | 6 სექტემბერი, 1936 |
ბოლოს გადაეცა | 21 დეკემბერი, 1991 |
ისტორია
რედაქტირება1919 წელს საბჭოთა მთავრობამ დააწესა საპატიო წოდება „რესპუბლიკის სახალხო არტისტი“, რომელიც 1936 წლამდე იყო უმაღლესი საპატიო წოდება სსრკ-ში და ის ენიჭებოდა გამოჩენილ მსახიობებს. პირველ სახალხო არტისტებს შორის იყვნენ მომღერლები ფიოდორ შალიაპინი და ლეონიდ სობინოვი. მოკავშირე რესპუბლიკების სახალხო არტისტების ტიტულისგან განსხვავებით, ტიტული „სსრკ სახალხო არტისტი" უფრო მაღალი ხარისხის იყო.
დებულება საპატიო წოდების შესახებ
რედაქტირება- საპატიო წოდება „სსრკ სახალხო არტისტი“ ენიჭებოდა ყველაზე გამორჩეულ ხელოვნების მუშაკებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საბჭოთა თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის, ტელევიზიის ან რადიო მაუწყებლობის განვითარებაში შემოქმედებითი ცვლის აღზრდისათვის.
- ტიტულის „სსრკ სახალხო არტისტის“ მინიჭება ხორციელდებოდა სსრკ კულტურის სამინისტროს, სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის, სსრკ ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის, სსრკ კომპოზიტორთა კავშირისა და სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის სამმართველოს წარდგინებით.
- ჯილდო მოიცავდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელს, სამკერდე ნიშანსა და მოწმობას.
- სამკერდე ნიშნის ტარება, ბრძანების მიხედვით, შეიძლებოდა მკერდის მარჯვენა მხარეს და თუ პირებს მინიჭებული ჰქონდათ აღნიშნული წოდება, მათ სსრკ-ის ორდენები მის ზემოთ უნდა მოეთავსებინათ.
სამკერდე ნიშნის აღწერილობა
რედაქტირებასამკერდე ნიშანი „სსრკ სახალხო არტისტი“ მზადდებოდა მოოქროვილი სპილენძისგან და აქვს ოთხკუთხა ფორმა კარტუშის სახით, საბაზისო ზომით, 22,5*23,5 მმ. სამკერდე ნიშნის ცენტრალურ ნაწილში არის წარწერა „სსრკ სახალხო არტისტი“, მის ქვეშ — ნამგალის და უროს რელიეფური გამოსახულება. ნიშანი არ არის შემოსაზღვრული. ყველა გამოსახულება და წარწერა ამოზნექილია. სამკერდე ნიშანი თვალისა და რგოლის საშუალებით უერთდება მოოქროვილ მართკუთხა ბლოკს, რომლის ზომებია 18*21 მმ. ბლოკის ძირში გამოსახულია დაფნის ტოტები. მისი ზედა ნაწილი დაფარულია წითელი ლენტით. უკანა მხარეს, ბლოკს აქვს ქინძისთავი ტანსაცმელზე დასამაგრებლად.
სსრკ სახალხო არტისტები
რედაქტირებაპირველები, რომელთაც 1936 წლის 6 სექტემბერს მიენიჭათ საპატიო წოდება „სსრკ სახალხო არტისტი“, იყვნენ:
- კონსტანტინე სტანისლავსკი
- ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო
- ვასილი კაჩალოვი
- ივან მოსკვინი
- ეკატერინა კორჩაგინა-ალექსანდროვსკაია
- მარია ბლუმენტალ-ტამარინა
- ანტონინა ნეჟდანოვა
- ბორის შჩუკინი
- მარია ლიტვინენკო-ვოლგემუტი
- პანას საქსაგანსკი
- აკაკი ვასაძე
- აკაკი ხორავა
- კულიაშ ბაისეითოვა
1991 წლის დეკემბერში[1] მოხდა საპატიო წოდების მინიჭება უკანასკნელად.[2] რჩეულები გახდნენ 11 არტისტი, რომელთა შორის იყვნენ: ალა პუგაჩოვა, სოფია პილიავსკაია და ოლეგ იანკოვსკი.
სულ „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება მიენიჭა 1006 პიროვნებას.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Вступило в силу через 10 дней после опубликования в Ведомостях Верховного Совета СССР от 25 декабря 1991 г.
- ↑ Ведомости Верховного Совета СССР от 25 декабря 1991 года Присвоение почётных званий СССР.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 2022-10-12.
- ↑ Справочник «Народные артисты Советского Союза» авт.-сост. М. В. Музалевский, В. Л. Иванов.