კულიაშ ბაისეითოვა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კულიაშ ბაისეითოვა (დაბ.: გულბახამ, ყაზ.: Күләш Жасынқызы Байсейітова; 1912—1957) —საბჭოთა, ყაზახი საოპერო მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), დრამატული მსახიობი. II ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი (1948, 1949). ლენინის ორდენის კავალერი (1945). „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდების ერთ-ერთი პირველი მფლობელი (1936) და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ვისაც ეს წოდება მიენიჭა (ჰალიმა ნასიროვას შემდეგ).[1][2][3]

კულიაშ ბაისეითოვა
ყაზახ. Күләш Жасынқызы Бәйсейітова
დაბადების თარიღი 2 მაისი 1912
ვერნი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი 1957 (45 წლის)
მოსკოვი, სსრკ
დაკრძალულია ალმათი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი, ოპერის მომღერალი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი
ლენინის ორდენი
სტალინის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

კულიაშ ბაისეითოვა (ქალიშვილობის გვარი ბეისოვა) დაიბადა 1912 წლის 19 აპრილს (2 მაისს) (სხვა წყაროების მიხედვით - 12 იანვარი) სარი-არკის სტეპებში, სემიპალატინსკის ოლქის კარკარალინსკის რაიონის სოფელ ჟანაორტალიკში ( ამჟამად  ყაზახეთის ყარაღანდის რეგიონის აქტოგაის რაიონში). გოგონა თორმეტი წლის ასაკში ჩაიყვანეს ალმათში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში  პანსიონში ცხოვრობდა. იგი წარმომავლობით არგინის ტომის ტობიქტის გვარის დადანის ქვე გვარიდანაა.  მისმა ბუნებრივმა მუსიკალურმა ნიჭმა ადრეულად იჩინა თავი. გოგონამ დაიმახსოვრა და შეასრულა  მამის—ჟასინისგან მოსმენილი სიმღერები.[4]

1925-1928 წლებში სწავლობდა განათლების ინსტიტუტის ალმათის პედაგოგიურ კოლეჯში, მონაწილეობდა სამოყვარულო მუსიკალურ სპექტაკლებში.

1930 წელს იგი შევიდა ყიზილორდას სტუდიაში, რომელიც 1926 წელს შეიქმნა, ხოლო 1929 წელს გადავიდა ალმათის დრამატულ თეატრში (ამჟამად მ.ო. აუეზოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი). მსახიობობისა და მუსიკალური ხელოვნების შესწავლის დროს, მან ითამაშა მცირე ეპიზოდური როლები თეატრში და მალე მთავარიც.1933 წელს იგი გახდა მუსიკალური თეატრის დასის წევრი (ახლანდელი აბაის სახელობის  ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრი), სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე გამოდიოდა. სწავლობდა სიმღერას თეატრის საგანმანათლებლო სტუდიაში კ. ა. დიანტისთან და ვ. ა. სმისლოვსკაიასთან. [5][6]

მომღერლის მუსიკალური და სასცენო ნიჭი აშკარად გამოიხატა აიმანის როლის შესრულებისას  მუსიკალური კომედიაში „აიმან - შოლპანი“ მ. ო. აუეზოვის ლიბრეტოზე, მუსიკა ი. ვ. კოციკი. მომღერალმა წარმატებით შექმნა შუგას სახე მუსიკალური დრამაში „შუგა“, (ბ. მაილინისა და ი. კოციკის), ჟიბეკის როლმა (ე. გ. ბრუსილოვსკის „კიზ-ჟიბეკი“) მომღერალს საშუალება მისცა კლასიკური საოპერო ხელოვნების მწვერვალს მიახლოებოდა.

იგი ასევე გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი: მღეროდა ხალხურ სიმღერებს სხვადასხვა ენაზე (ყაზახურად „იელიგაი“, „შილი ოზენი“, რუსული „ზარი“, პოლონურად „გოგონა დადიოდა“, ჩეხურად „მწყემსი“, სომხურად „მერცხალი“ და ა. შ.), ასრულებდა რუსი, საბჭოთა და დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.[7][8]

ომის დროს იგი საკონცერტო ბრიგადის შემადგენლობაში წავიდა ფრონტზე.

1944 წელს მან ითამაშა მუსიკალურ ფილმში „ხუთი რესპუბლიკის კონცერტი“.

1949 წლიდან — საბჭოთა კავშირის მშვიდობის კომიტეტის წევრი. იყო ყაზახეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზატორი და მუდმივი ხელმძღვანელი. მონაწილეობდა მშვიდობის მომხრეთა II მსოფლიო კონგრესში.

1943 წლიდან — სკკპ წევრი. ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს მოადგილე 1-ლი და მე-3 მოწვევებიდან.

1957 წლის ივნისში იგი კონცერტზე გაემგზავრა მოსკოვში. კონცერტის დასრულების შემდეგ, თავის ტკივილის გამო, მომღერალი დაბრუნდა სასტუმროში. 6 ივნისს, დილით, მოახლემ აბაზანაში  მისი უსიცოცხლო სხეული იპოვა. მოგვიანებით ექიმებმა მომღერლის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დაასახელეს.[9]

დაკრძალულია ალმათში ცენტრალურ სასაფლაოზე.

  • მეუღლე — კანაბეკ ბაისეითოვი (1905-1979) - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი. ყაზახეთის მუსიკალური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ყაზახეთის სსრ სახალხო არტისტი.
  • ქალიშვილები — უფროსი კურალაი (1938-1974), შუათანა კარლიგაში (1940), უმცროსი კარშიგა (1942-1947).
  • ქალიშვილი (ნაშვილები) —რაუშან ბაისეიტოვა (1947) - ბალეტის სოლისტი. ყაზახეთის სსრ სახალხო არტისტი. ყაზახეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (დედა რაუშან ბაისეიტოვა — კულიაშის და).

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

ალმათიში, ტალდიკორგანში, ნურ-სულთანში, ბალხაშში, თემირთაუში არის მომღერლის სახელობის ქუჩები. მის სახელს ატარებს ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრში ნურ-სულთანში

ალმათში მუსიკალურ სკოლას კულიაშ ბაისეითოვას სახელი ეწოდა. 1948 წლიდან ამ სკოლაში 20 ათასზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო განათლება.

დაწესდა ყაზახეთის სსრ სახელმწიფო პრემია, რომელიც ი. კ. ბაისეითოვას სახელობისაა.

ყოველწლიურად ყაზახეთში ტარდება კ. ბაისეითოვას სახელობის ვოკალისტების კონკურსი.

2011 წლის 15 სექტემბერს ალმათში,  მომღერლის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად მისი სახელობის სამუსიკო სკოლასთან ახლოს, პარკში ბრინჯაოს ძეგლი დადგეს.[10]

2004 წელს კინოსტუდიამ „ყაზახფილმმა“ გამოუშვა მუსიკალური ფილმი „აულ კულიაში“ (რეჟ. მურატ მუსინი).[11]

2012 წელს ყაზახურმა ტელეარხმა მადენიეთ („კულტურა“) გადაიღო ფილმი „ლეგენდები და ოპერის მითები. კულიაშ ბაისეითოვა“ (ფესტივალის სპეციალური პრიზი „TEFI- თანამეგობრობა“-2012)

2013 წელს გამოვიდა ყაზახური სატელევიზიო სერიალი მომღერლის — „კულიაშის“ შესახებ.[12]

  1. Музыкальная энциклопедия. / Гл. ред. Ю. В. Келдыш. Том 1. А — Гонг. 1072 стб. с илл. — Советская энциклопедия, 1973 (რუს.)
  2. "Куляш Байсеитова".(რუს.) wap.history1997.forum24.ru. Retrieved 26 February 2021.
  3. "Менің Күләшім". დაარქივებული 2021-05-05 საიტზე Wayback Machine. (ყაზახ.) www.oner.kz . Retrieved 1 March 2021.
  4. "Любовь и смерть Куляш Байсеитовой | Номад | 28 March 2003". (რუს.) nomad.su. Retrieved 26 February 2021.
  5. "Советские музыканты – избранники народа". / Гл. ред. А.Лившиц. Куляш Байсеитова("СМ", 1938, № 8) (რუს.)
  6. "Куляш Байсеитова – биография и возраст – кинопортал Бродвей". (რუს.) brod.kz. Retrieved 1 March 2021.
  7. "Куляш Байсеитова – биография и возраст – кинопортал Бродвей". (რუს.)brod.kz. Retrieved 26 February 2021.
  8. Zhubanova, A.A.; Ualieva, P.S.; Abdyeva, G.Zh.; Malik, A.M.; Tastambek, K.T.; Akimbekov, N.Sh. (2018). "Study of Microbial Diversity of Soil and Water Polluted by Persistent Organic Pollutants". დაარქივებული 2021-11-29 საიტზე Wayback Machine. Eurasian Journal of Ecology. 3 (56): 77–88. doi:10.26577/eje-2018-3-832 დაარქივებული 2021-11-29 საიტზე Wayback Machine. . ISSN 1563-034X.
  9. "Любовь и смерть Куляш Байсеитовой | Литературный портал". (რუს.)
  10. Юбилей Куляш Байсеитовой // Индустриальная Караганда, 13 октября 2012 года, №11.
  11. Кино о Куляш Байсеитовой // Литер, 20 марта 2012 года, № 13.
  12. Куляш – соловей века // Балхашский рабочий, 23 марта 2012 года, No. 12 (13 265).