ჰალიმა ნასიროვა (უზბეკ. Halima Nosirova; დ. 21 დეკემბერი, 1913, ყიშლაყი თაღლიქი, ახლანდელი ფერღანის ოლქი, რუსეთის იმპერია, — გ. 3 იანვარი, 2003, ტაშკენტი, უზბეკეთი) — უზბეკი მომღერალი, სოპრანო. უზბეკეთის სახალხო არტისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1937).

ჰალიმა ნასიროვა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჰალიმა ნასიროვა
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი 1913
დაბ. ადგილი ყიშლაყი თაღლიქი, ახლანდელი ფერღანის ოლქი, რუსეთის იმპერია
წარმოშობა უზბეკეთი
გარდ. თარიღი 3 იანვარი 2003
გარდ. ადგილი ტაშკენტი, უზბეკეთი
დასაფლავებულია Chigʻatoy cemetery
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
აქტიური 1929—1986
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
ფორტეპიანო
ჰალიმა ნასიროვა ვიკისაწყობში

1939 წლიდან უზბეკეთის ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი. შესრულებული აქვს პარტიები: ლეილი, გიულსარა (გლიერისა და სადიკოვის „ლეილი და მაჯნუნი“ და „გიულსარა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვა.

ჰალიმა ნასიროვა დაიბადა 1913 წლის 21 დეკემბერს ქოქანდის სიახლოვეს მდებარე ყიშლაყ თაღლიქში. იგი მეცხრე შვილი იყო ოჯახში. იზრდებოდა ბავშვთა სახლში. 1924-1927 წლებში სწავლობდა ბაქოს თეატრალურ ტექნიკუმში (კულტურისა და ხელოვნების აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 1934-1937 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიის უზბეკეთის საოპერო სტუდიაში. 1977 წელს ტაშკენტის სახელმწიფო კონსევატორია (უზბეკეთის სახელმწიფო კონსევატორია).

1927 წლიდან სახელმწიფოს ცენტრალური სანიმუშო უზბეკური ჯგუფის მსახიობი (1929 წლიდან ხამზის სახელობის უზბეკეთის სახელმწიფო დრამის თეატრი, 2001 წლიდან უზბეკეთის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი) (სამარყანდი, 1931 წლიდან ტაშკენტში).

1930-1986 წლებში უზბეკეთის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სოლისტი (1939 წლიდან უზბეკეთის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი, ამჟამად ნავოის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრი) ტაშკენტში. 1939 წლიდან წამყვანი სოლისტი. გამოდიოდა როგორც კლასიკურ რეპერტუარში, ისე ეროვნულ უზბეკურ ოპერებში.

გამოდიოდა აგრეთვე როგორც კონცერტის მომღერალი. ასრულებდა უზბეკურ სახალხო სიმღერებს, აგრეთვე სხვა ხალხების სიმღერებს (ტაჯიკურს, ყაზახურს, სომხურს, აზერბაიჯანულს, ჩინურს, რუსულს, უკრაინულსა და სხვა). გასტროლებით იმყოფებოდა გერმანიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.

1979-1986 წლებში ტაჯიკეთის კონსერვატორიაში ასწავლიდა აღმოსავლეთის მუსიკის კათედრაზე. ჰალიმა ნასიროვა იყო პიანისტისა და მუსიკალური პედაგოგის ოფელია იუსუპოვას ნათესავი.

ჰალიმა ნასიროვას მონაწილეობა მიღებული აქვს აგრეთვე კინოფილმებშიც. 1940 წელს ითამაშა ფილმში „ასალი“, 1943 წელს მუსიკალურ ფილმში „სამშობლოს საჩუქარი“, 1944 წელს მუსიკალურ ფილმში „ხუთი რესპუბლიკის კონცერტი“. 1958 წელს იულდაშ აგზამოვმა გადაიღი პირველი უზბეკური კინოკომედია „შენით მოხიბლული“, სადაც ერთ-ერთი როლი ჰალიმა ნასიროვას ხვდა წილად. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ჰალიმა ნასიროვა“.

მთავარი პარტიის შესრულებისთვის უზეირ ჰაჯიბეკოვის საოპერო სპექტაკლში „ლეილი და მაჯნუნი“ მიენიჭა მეორე ხარისხის სტალინური პრემია 1942 წელს, ხოლო მთავარი პარტიის შესრულებისთვის სადიკოვისა და გლიერის საოპერო სპექტაკლში „გიულსარა“ მესამე ხარისხის სტალინური პრემია 1951 წელს. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით. 1968 წელს მიენიჭა ხამზის სახელობის უზბეკეთის სსრ სახელმწიფო პრემია. 1973 წელს მიენიჭა ოქტომბრის რევოლუციის ორდენი. 1937 და 1959 წლებში მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორი ორდენი. 1984 წელს გადაეცა ხალხთა მეგობრობის ორდენი. 1939, 1944, 1957 და 1965 წლებში საპატიო ნიშნის ოთხი ორდენი. მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის. ჰალიმა ნასიროვა იყო სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ჰალიმა ნასიროვა გარდაიცვალა 2003 წლის 3 იანვარს, ქალაქ ტაშკენტში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება