სტალინური პრემია (რუს. Сталинская премия) — სსრკ-ის მოქალაქეთა წახალისების ფორმა. ენიჭებოდათ მეცნიერებასა და ტექნიკაში, სამხედრო ცოდნაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. დაწესდა 1939 წლის 20 დეკემბერს. გაიცემოდა 1941-1954 წლებში. პირველად ეს პრემია გადაეცა ცნობილ ფიზიკოსს — პეტრე კაპიცას. სტალინური პრემიის მემკვიდრე გახდა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. 1966 წელს სტალინური პრემია გაუთანაბრდა სსრკ-ის სახელმწიფო პრემიას. ქართველთაგან სხვადასხვა დროს სტალინური პრემია გადაეცათ: ივანე ბერიტაშვილს (1941), ნიკოლოზ შენგელაიას (1941), ნიკოლოზ მუსხელიშვილს, (1941, 1947), შალვა მშველიძეს (1942, 1947), ვასო გოძიაშვილს (1952) და სხვა.

სტალინური პრემია
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პირველად გადაეცა 1941
ბოლოს გადაეცა 1954

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება