ვასო გოძიაშვილი
ვასილ (ვასო) დავითის ძე გოძიაშვილი (დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 14 ნოემბერი], 1905. თბილისი — გ. 27 იანვარი, 1976, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ვასო გოძიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1905 |
გარდაცვალების თარიღი | 27 იანვარი, 1976 (70 წლის) |
საქმიანობა | თეატრისა და კინოს მსახიობი. |
მეუღლე(ები) | სესილია თაყაიშვილი |
ბიოგრაფიარედაქტირება
1922–1924 წლებში სწავლობდა დრამუტურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1958). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ევგენია სამსონის ასული აგაბეკოვა (დ. 1919, თბილისი — გ. 25 მარტი, 1973, იქვე) — პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1932: „მზიანი ბილიკი“ რეჟ. ალექსანდრე თაყაიშვილი (ფილმი არ შემონახულა)
- 1948: „ქეთო და კოტე“ (სიკო) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1956: „ეთერის სიმღერა“ (პაპა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (მამა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965:„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (ავეტიკა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (კათალიკოსი მელქისედეკი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
ნათამაშები როლებირედაქტირება
რუსთაველის თეატრირედაქტირება
მარჯანიშვილის თეატრირედაქტირება
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 113, თბ., 1994