ვახტანგ ტაბლიაშვილი
ვახტანგ ვალერიანის ძე ტაბლიაშვილი (დ. 16 მაისი, 1914 — გ. 28 მაისი, 2002) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1967). სკკპ წევრი 1945 წლიდან.
ვახტანგ ტაბლიაშვილი | |
---|---|
ვახტანგ ტაბლიაშვილი | |
დაბადების თარიღი |
16 მაისი, 1914 ყვარელი |
გარდაცვალების თარიღი | 28 მაისი, 2002 (88 წლის) |
საქმიანობა | რეჟისორი |
დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939–1966 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. დადგა ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, ლევან გოთუას „დავით აღაშენებელი“, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვა. 1956–1965 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგა ზაქარია ფალიაშივილის „დაისი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ და სხვა. ტაბლიაშვილის სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, გადაღებული აქვს ფილმები: „ქეთო და კოტე“ (რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად, 1948), „დიდოსტატის მარჯვენა“ (2 სერიად, რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად 1970-71), „ლევან ხიდაშელი“ (1973).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1945 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1946, 1950[1], 1958 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1967 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1994 — ღირსების ორდენი
- 1997 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2000 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ნინიკაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 636.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Источник. ციტირების თარიღი: 2022-03-17
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. № 2. გვ. 45.