16 მაისი
თარიღი
16 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 136-ე დღე (ნაკიან წლებში - 137-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 229 დღე.
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1532 : სერ თომას მური ინგლისის ლორდ-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა.
- 1568 : შოტლანდიელთა დედოფალი მერი ინგლისში გაიხიზნა.
- 1605 : პავლე V რომის პაპი გახდა.
- 1703 : პეტერბურგი დაარსდა პეტრე I-ის მიერ პეტრეპავლეს ციხესიმაგრის საძირკვლის ჩაყრით.
- 1717 : სატირული ნაწარმოებების გამო ვოლტერი ბასტილიის ციხეში ჩასვეს
- 1770 : 14 წლის მარი-ანტუანეტა ქორწინდება 15 წლის ლუი-ოგუსტზე, საფრანგეთის მომავალ მეფეზე.
- 1811 : ნახევარკუნძულის ომი - მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერას ბრძოლაში.
- 1812 : რუსეთ-თურქეთის ბუქარესტი ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
- 1815 : ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ვარშავის საჰერცოგო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის, პოლონეთის სამეფოს სახელწოდებით.
- 1836 : ედგარ ალან პომ 13 წლის ძმისშვილი ვირჯინია შეირთო.
- 1863 : დაიწყო ოდესის რკინიგზის მშენებლობა
- 1868 : აშშ-ის სენტაში პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს იმპიჩმენტის სასჯელი მოეხსნა ერთი ხმით.
- 1920 : ჟანა დარკის კანონიზაცია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ.
- 1924 : საბჭოთა კავშირში გამოვიდა ჟურნალის მურზილკა პირველი ნომერი.
- 1929 : აშშ-ში პირველად გაიმართა ოსკარების გადაცემის ცერემონია.
- 1943 : ვარშავის გეტოს აჯანყება დასრულდა.
- 1948 : ისრაელმა გამოუშვა პირველი საფოსტო მარკები
- 1960 : დიდი ოთხეულის სამიტზე პარიზში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერისგან საბჭოთა კავშირის თავზე U-2 ჯაშუში თვითმფინავის გადაფრენის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
- 1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა „16 მაისის ცნობა“, რითაც ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
- 1969 : საბჭოთა კომოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
- 1975 : ძიუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია.
- 1990 : გაიხსნა რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა.
- 2004 : ბიკივნიას ტყის გლოვის დღე. აქ კიევითან, ურკაინა, 1930-იან და 40-იან წლებში ბოლშევიკებმა 100 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
- 2005 : ქუვეითში ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცეს ეროვნულ ასამბლეაზე კენჭისყრით.
- 2006 : ძლიერი მიწისძვრა (7,4 ბალი რიხტერის შკალით) ახალ ზელანდიაში.
- 2015 : ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა შეუფარდა ქვეყნის დამხობილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსისა და მის მომხრე პარტია „მუსულმანთა საძმოს“ ასამდე წევრს, რომლებიც 2011 წელს ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო.
- 2022 : საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1768 : იოანე ბატონიშვილი — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
- 1866 : ბაჩანა — ქართველი პოეტი
- 1894 : კიტამურა ტოკოკუ — იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი.
- 1898 : მიძოგუტი კენძი — იაპონელი კინორეჟისორი
- 1905 : ფონდა, ჰენრი — ამერიკელი მსახიობი.
- 1914 : ტაბლიაშვილი, ვახტანგ — ქართველი რეჟისორი.
- 1925 : ნილტონ სანტოსი — ბრაზილიელი ფეხბურთელი
- 1940 : ბერტოლუჩი, ბერნარდო— იტალიელი კინორეჟისორი.
- 1953 : ბროსნანი, პირს— ირლანდიელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1703 : პერო, შარლ — ფრანგი მწერალი
- 1956 : ალექსი-მესხიშვილი, ნინო ვლადიმერის ასული — ქართველი მსახიობი
- 1984 : შო, ირვინ —ამერიკელი მწერალი
- 2010 : დიო, რონი ჯეიმზ — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ დიოს დამაარსებელი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები