მამაი (კათოლიკოსი)
მამაი კათოლიკოსი (გ. 744) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოსი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი (ხსენების დღე 3 (16) მაისი). იყო ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი 3 წლის მანძილზე.
ცხოვრება და მოღვაწეობა
რედაქტირებამამაის ბიოგრაფიიდან ცნობილია რომ ის კათოლიკოსობამდე წინამძღვრობდა ზედაზნის მონასტერს. წმიდა მამაი კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში.
„ზედაძენს დაჯდა მამაჲ იქმნა (?): გ: წელს, მცხეთის კათოლიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ.“
|
მოსაზრებები
რედაქტირება- თედო ჟორდანიას სიტყვებით: „კათალიკოზი: მამა: სჩანს ქართლის მოქცევის ქრონიკის კათალიკოზთა სიაში, იოანე კ~ზის წინ, რომელიც სცხოვრობდა ანტიოქიის პატრიარქის თეოფილაქტეს დროს (744-751 წ.), და ამისგანცა ეკურთხა (წერილი ეფრემისი, ეკლესიის მუზეუმის ხელნაწერი № 24). ორივე ისტორიული მოწმობანი შესამჩნევად ახლოს არიან: მამაჲს კზა~დ დაჯდომა ამ სიით ხვდება 762 წ. ხოლო შემდეგის კზი~ს იოანესი ეფრემით 751 წ. ახლოხანებში. მცირე განსხვავება აიხსნება ან იმით, რომ ასურელ მამათ შემოსლვა შეიძლება 550 წ. ადრე ყოფილიყოს, ანუ თჳთ სია გადამწერელთაგან შეცვლილი იყოს. მართალია, ზემო აღნიშნულ ხელნაწერებს, როგორც ეტობა წერის ხასიათით და სიტყვა „იქმნას“ ჩამატებით, მამათა სახელწოდებად არ მიაჩნიათ და მამაზე ნათქვამს სამოელ დიდს მიაწერენ, მაგრამ ჩვენ აქ გადამწერთა (რომელნიც ძნელად დაიჯერებენ მამაჲს სახელწოდებითს მნიშვნელობას) შეცდომას და გარდამახინჯებას ვხედავთ, რადგან თუ წინამძღვრების სიაა ჩამოთვლილი, უაზროდ სჩანს ის, რომ სამოელ დიდი 28 წლის იყოო წინამძღვრად ზედაზნისა და ზედვე დასძენს: იგივე სამოელ ზედაზნის მამაჲ იქმნაო: გ: წელს. ხოლო კათალიკოსობაში კი შესაძლებელია მამას ეტვირთოს წინამძღვრობაცა ზედაზნისა, რომელიც იქვე, მცხეთის პირდაპირ არის. ჩვენი ჰაზრი საბუთდება იმითაც, რომ სამოველ კათალიკოზი მერვე საუკუნეში, იოანეს ახლო-მახლო დროებში, სრულიად არა სჩანს. ამ კზ~ის „მამაჲს“ სიკვდილის შემდეგ, ითხოვეს ქართველთა სრული თავისუფლება ეკლესიისა 750 წ. ახლოხანებში[1].“
ეფრემ მცირის მიხედვით შემდგომი კათალიკოსი იკურთხა თეოფილაქტეს დროს 744-751 წლებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000.
- ქართველ წმიდანთა ცხოვრება, გვ. 101
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, გვ. 74,ტფ., 1892