თეოფილაქტე (ანტიოქიის პატრიარქი)

თეოფილაქტე ქანბარის ძე (დ. ჰარანი — გ. 751) — ანტიოქიის პატრიარქი 744–751 წლებში.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

ჟამთააღმწერელი თეოფანე აღმსარებელის გადმოცემით[1], ხალიფმა ჰიშამმა მის გარდაცვალებამდე (743 წლის 6 თებერვალი) რამდენიმე ხნით ადრე, მელქიტი ქრისტიანების მოთხოვნით დაამტკიცა ანტიოქიის პატრიარქი. აღნიშნული საყდარი ვაკანტური იყო ორმოცი წლის მანძილზე მუსულმანი მხარის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო. მან ქრისტიან მრევლს არჩევის საშუალება არ მისცა, ხოლო პატრიარქის ტახტზე წარადგინა ეთენასი (სტეფანოსი) კანდიდატურა, რომელიც იყო სირიელი „ნაკლებად განათლებული, მაგრამ პატიოსანი ბერი“[2]. აღნიშნული არჩევნები კარგი საშუალება იყო ქრისტიანებს ანტიოქიის მელქიტი პატრიარქის ასარჩევად თავი აერიდებინათ მუსულმანების აკრძალვაზე[3].

სტეფანოსი იჯდა ორი წელი. მიქაელ სირიელი, რომელიც აღწერს მარვან II იბნ მუჰამადის ქრონიკას, იუწყება რომ სტეფანოსის აღსაყდრების შემდეგ 744 წლის 12 დეკემბერს ანტიოქიის მელქიტ პატრიაქრად აირჩა თეოფილაქტე ქანბარას ძე[4]. აღნიშნული საბაბი ხალიფასთვის გახდა მოეწოდა მუსულმანთა არმიისათვის გასწორებოდნენ „მირონიტებს“. მათ შორის იყვნენ მონაზვნები ხამის ახლოს მდებარე წმ. მირონის მონასტრიდან, რომლებიც აღიარებდნენ ქალკედონის კრებას (თუმცაღა წარმოადგენდნენ ღია ოპოზიციურ მხარეს იაკობისტთა ეკლესიისა), მათ არ მიიღეს მაქსიმე აღმსარებელის მიერ ქრისტეს ორი ბუნება, რომელიც დადასტურებული იყო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 680 წელს. ამის გარდა ისინი წარმოთქვამდნენ სამწმინდაოს გალობას დამატებით "რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვა". აღნიშნული 680 წლის კრების სწავლება გავრცელდა სირიაში 727 წლიდან, რამაც გამოიწვია ქალკედონიტებს შორის განხეთქილება[5]. ეს იყო სირიაში მელქიტებისა და მირონიტების ეკლესიათა განხეთქილების დასაწყისი.

ეფრემ მცირე იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქს თეოფილაქტეს, ანტიოქიაში უკანასკნელად ნაკურთხი საქართველოს კათალიკოზის — იოანეს კურთხევის გამო და წერს:

 
„დღეთა კონსტანტინე სკორის მოსახელისათა, ანტიოქიას პატრიარქობასა ნეტარისა თეოფილაკტესსა, მოვიდეს ქართლით მოციქულად მონაზონნი ორნი და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაქტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა არიან ქრისტიანენი მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი. რამეთუ დღითგან ანასტასი მღვდელთმოწამისა ანტიოქელ პატრიარქისა, არა კურთხეულ არს მათდა კათალიკოსი მთავარ-ეპისკოპოსი. სიძნელისათჳს გზისა. რამეთუ აგარიანთაგან ვერვინ იკადრებს სლვად. ხოლო მან ბჭობითა კრებისაჲთა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა თჳსთათანა, მისცა ქართველთა პროტრეპტიკონი, რომელ არს გაჴსნითი. რათა თჳთ მათისა საზღურისა ეპისკოპოსთაგან ჴელნი დაესხმოდინ ჟამადჟამადსა კათალიკოზსა ქართლისასა. რომელიცა საღმრთომან მადლმან უჩუჱნოს მათ და რომელი გამოირჩიონ მოყუასთა მის ეკლესიისათა. თანადგომითა და წამებითა ეპისკოპოსთაჲთა, წესებრ საეკლესიოთა — და შეუქმნა მათ აღწერით მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისაჳს და ჴელდასხმულ ყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი: სახელით იოანე მის ჟამისა კათალიკოსად მათდა.“

თეოფილაქტე ანტიოქიის პატრიარქის საყდარზე იჯდა 7 წელი. 751 წელს ტახტზე ავიდა თეოდორე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. éd. de Bonn გვ. 416
  2. « [...] ἔχων τινὰ προσφιλῆ μονάζοντα Σύρον, ὀνόματι Στέφανον, ἀγροικότερον μέν, εὐλαβῆ δέ [...] ».
  3. « [...] κἀκεῖθεν ἕως νῦν διέδραμε τὸ ἀκώλυτον ».
  4. Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1910. — Т. IV, გვ. 467.
  5. Michel le Syrien. Chronique / Chabot J.-B.. — Paris, 1910. — Т. IV, გვ. 457-58