საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები – აქ წარმოდგენილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურების სია.
ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ვინც ხელი მოჰკიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სიის გამოქვეყნებას იყო პოლიევქტოს კარბელაშვილი. მის მიერ 1900 წელს გამოცემულ წიგნში „იერარქია საქართველოს ეკლესიისა“ ის სწერს:
„ | ბევრი ძიების შემდეგ მწერლობაში ვჰპოვე ოთხი სია მთავარეპისკოპოსთა და კათალიკოსთა, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სრული. პიველი სია ეკუთვნის „წერა-კითხვის საზოგადოების“ წიგნთსაცავს; მეორე მოყვანილია წიგნში «История Грузинской Иерархии Евгения, ректора». Тифлис. Духов. Сем. 1824 г. 18-19 გვ; მესამე წიგნში Хронография История Мехитара Айриванского; და მეოთხე ახლლად აღმოჩენილი მოქცევაჲ ქართლისაჲში. პირველი სია ეკუთვნის სახელოვანის დავით რექტორის კალამსა.
(ჩამოთვლილია სიები) ამ ოთხ სიებს ჩვენ დავურთავთ სხვა ახლად აღმოჩენილ სიებს. (მაგ. შიომღვიმის ხელნაწერიდამ და სხვა სიგელ-გურჯებიდან) და შემოვიტანთ ყველა ცნობას კათალიკოსებზედ, რაც კი ჩვენ სადმე შეგვხვედრია. ჩვენ ვეცდებით, სადაც შესაძლებელი იქნება, ქრონოლოგია კათალიკოზთა და მღვდელთ-მთავართა აღვნიშნოთ სიმართლით; მაგრამ შეუძლებელია მთელი ქრონოლოგიის და ჭეშმარიტებით ჩამოთვლა. ამიტომ ზოგიერთი კათალიკოსის დრო აღნიშნულია მომეტებულად დაახლოებით მეფეების დროებასთან ერთად, შეძლებისამებრ შეთანხმებით. |
“ |
მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები რედაქტირება
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მცხეთის მთავარეპისკოპოსთა სია შედგება: რვა „წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი“ და „სხუანი შემშლელნი წესისანი“ მღვდელთმთავრებისაგან.
„მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი[1].“
|
- 1. იოანე I — დაახ. IV ს-ის 20-60-იანი წლები („და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად“)
- 2. იაკობი — დაახ. IV ს-ის 60-70-იანი წლები („და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ“)
- 3. იობი — დაახ. IV ს-ის 70-90-იანი წლები („და მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ“)
- 4. ელია — დაახ. IV ს-ის 90-იანი წლებიდან V ს-ის დასაწყისამდე („და მოკუდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასუა მის წილ ელია“)
- 5. სვიმონ (სჳმონ) I — დაახ. V ს-ის დასაწყისი - 20-იანი წლები („და მოკუდა ელია ეპისკოპოსი, და დასუეს სჳმონ“)
- მოსე — დაახ. V ს-ის 20-იანი წლები (მოხსენიებულია მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში)
- იერემია — დაახ. V ს-ის 20-იანი წლების ბოლო (?)
- 6. იონა — დაახ. V ს-ის 20-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 7. გრიგოლ I — დაახ. V ს-ის 20-30-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 8. ბასილ I — დაახ. V ს-ის 30-იანი წლები („გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი“)
- 9. მობიდანი — დაახ. V ს-ის 30-იანი წლების ბოლო („ბასილისა შემდგომად ამან-ვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან“)
- 10. გლონოქორი — დაახ. V ს-ის 40-იანი წლები („და მერმე მეფობდა მირდატ. და მთავარებისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარებისკოპოსი ერის-თვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“)
- 11. იოველ I — დაახ. V ს-ის 40-იანი წლები
- 12. მიქაელ I — V ს-ის 50-იანი წლებიდან 468-470 წლებამდე
ქართლის კათოლიკოსები რედაქტირება
- პეტრე I - ქართლის პირველი კათოლიკოსი. დაახ. V ს-ის 60-იანი წლებიდან
- სამოელ I - VI ს-ის დასაწყისი
- გაბრიელ I - დაახ. 505-507 წწ.
- თავფაჩაგ (თავფეჩაღ) I - დაახ. VI ს-ის 10-იანი წლები
- ჩიმაგა (ჩერმაგ) I - დაახ. VI ს-ის 10-იანი წლების მეორე ნახევრიდან 20-იან წლებამდე
- საბა (დასაბია) I - დაახ. VI ს-ის 20-30-იან წლები
- ევლალე (ევლათი, ევლავიოს) I - VI ს-ის 30-იან წლები
- მაკარი - დაახ. VI ს-ის 30-იანი წლების ბოლო
- სამოელ II - დაახ. VI ს-ის 40-60-იანი წლები
- სვიმონ II (სჳიმონ–პეტრე) - დაახ. VI ს-ის 60-70-იანი წლები
- სამოელ III - დაახ. 575-582 წწ.
- სამოელ IV - დაახ. VI ს-ის 80-90-იანი წლები
- ბართლომე - VI ს-ის 90-იანი წლების ბოლო
- კირიონ (კირონ) I - დაახ. 599-614/16 წწ.
- იოანე II - დაახ. VII ს-ის 20-იანი წლების ბოლო
- ბაბილა - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლების დასაწყისი
- თაბორი - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლები
- სამოელ V - დაახ. VII ს-ის 30-იანი წლების ბოლო - 40-იანი წლების დასაწყისი
- ევნონი - დაახ. VII ს-ის 40-იანი წლები
- თავფაჩაგ II - ახ. VII ს-ის 50-60-იანი წლები
- ევლალე II - დაახ. 664-668 წწ.
- იოველ II - დაახ. 668-670 წწ.
- სამოელ VI - დაახ. 670-677 წწ.
- გიორგი I - დაახ. 677-678 წწ.
- კირიონ (კჳრიონ) II - დაახ. 678-683 წწ.
- იზიდ-ბოზიდი - დაახ. 683-685 წწ.
- თეოდორე I - დაახ. 685-689 წწ.
- პეტრე II - დაახ. 689-720 წწ.
- მამაი - დაახ. 720-744 წწ.
- იოანე III - VIII ს-ის 40-60-იანი წლები
- გრიგოლ II - დაახ. 760-767 წწ.
- კლემენტოსი - VIII ს-ის 70-იანი წლები
- სარმეანე - VIII ს-ის 70-იანი წლები
- თალალე - VIII ს-ის 70-იანი წლების ბოლო
- მიქელ II - დაახ. 774-780 წწ.
- სამოელ VII - დაახ. 780-784 წწ.
- კირილე I - დაახ. 781-802 წწ.
- გრიგოლ III - დაახ. 802-814 წწ.
- სამოელ VIII - დაახ. 814-826 წწ.
- გიორგი II - დაახ. 826-838 წწ.
- გაბრიელ II - დაახ. IX ს-ის 30-50-იანი წწ.
- ილარიონი - დაახ. IX ს-ის 50-იანი წლების ბოლო
- არსენ I დიდი (საფარელი) - დაახ. 860-887 წწ.
- ევსუქი - დაახ. 887-914 წწ.
- ბასილ II - დაახ. 914-930 წწ.
- მიქელ III - დაახ. 930-947 წწ.
- დავით I - დაახ. 947-955 წწ.
- არსენ II - დაახ. 955-980 წწ.
ერთიანი საქართველოს კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები რედაქტირება
- იოანე IV ოქროპირი - დაახ. 980-1001 წწ.
- სვიმონ (სჳმონ) III - დაახ. 1001-1010 წწ.
- მელქისედეკ I - დაახ. 1010-1033 წწ.
- იოანე V ოქროპირი - დაახ. 1033-1049 წწ.
- ექვთიმე I - 1049-1955 წწ.
- ევსტათი - ზეობის წლები უცნობია
- გიორგი III (ტაოელი) - XI ს-ის 50-60-იანი წლები (მეფე ბაგრატ IV-ის დროს)
- გაბრიელ III (საფარელი) - დაახ. 1065-1080 წწ. (ბაგრატ IV-ის და გიორგი II-ის ხანა)
- დიმიტრი - დაახ. 1080-1090 წწ.
- ბასილ III - დაახ. 1090-1100 წწ. (მეფე დავით აღმაშენებლის თანამედროვე)
- იოანე VI - XII ს-ის პირველი მეოთხედი (მეფე დავით აღმაშენებლის თანამედროვე)
- სვიმონ IV გულაბერისძე - XII ს-ის მეორე მეოთხედი
- საბა II - დაახ. XII ს-ის 40-50-იანი წლები (მეფე დემეტრე I-ის თანამედროვე)
- ნიკოლოზ I გულაბერისძე - დაახ. XII ს-ის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან
- მიქელ IV - 1178-1187 წწ.
- თეოდორე II - დაახ. 1188-1204/1205 წწ. (თამარ მეფის თანამედროვე)
- ბასილ IV - დაახ. 1204/1205 წ.
- იოანე VII - დაახ. 1205/1206-1210 წწ. (თამარ მეფის თანამედროვე)
- ეტიფანე - დაახ. 1210-1220 წწ. (თამარ მეფისა და გიორგი IV-ის თანამედროვე)
- ექვთიმე II - 1220-1222 წწ.
- არსენ III - XIII ს-ის 20-30-იანი წლები
- გიორგი IV - XIII ს-ის 30-იანი წლები
- ნიკოლოზ II - XIII ს-ის 30-იანი წლები
- მიქელ V - XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისი
- არსენ IV ბულმაისიმისძე - 1241/42-1249/50 წწ.
- ნიკოლოზ III - დაახ. 1250-1282 წლებში
- აბრაჰამ I - დაახ. 1282-1310 წწ.
- ექვთიმე III - დაახ. 1310-იანი წლებიდან 30-იანი წლების მეორე ნახევრამდე
- ბასილი V - XIV ს-ის 30-60-იან წლებში(??-1349 წწ.)
- დოროთეოზ I - XIV ს-ის 60-იანი წლები(1349-1356 წწ.)
- შიო I - 1356-1364 წწ.
- ნიკოლოზ IV - დაახ. XIV ს-ის 70-იანი წლები
- გიორგი V - დაახ. XIV ს-ის 80-90-იანი წლები (ბაგრატ მეფისა და გიორგი VII-ის თანამედროვე)
- ელიოზი (გობირახისძე) - XIV ს-ის 90-იანი წლების ბოლოდან 1419 წლამდე
- მიქელ VI - 1419-1426 წწ.
- დავით II (მეფე ალექსანდრე I-ის ძე) - 1425/26-1428 წწ.
- თეოდორე III - დაახ. 1429-1435 წწ.
- დავით III - დაახ. 1435/36-1438/39 წწ.
- შიო II - დაახ. 1439-1443/47 წწ.
- დავით IV (ჭავჭავაძე) - 1443/47-1459 წწ.
- მარკოზი - 1460-1466 წწ. (მეფე გიორგი VIII დროს)
- დავით V - 1466-1479 წწ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ რედაქტირება
სახელი | სურათი | პატრიარქობის წლები |
---|---|---|
ნიკოლოზ V | დაახ. 1479-1488 წწ. | |
ევაგრე | დაახ. 1488-1492; 1500-1503 წწ. | |
აბრაამ II აბალაკი | 1492-1497 წწ. | |
ეფრემ I | 1497-1503 წწ. | |
დოროთეოზ II | 1503-1505; 1511-1516 წწ. | |
იოანე VIII | 1505-1509 წწ. | |
დიონოსი (დიონისე) | დაახ. 1510-1511 წწ. | |
ბასილ VI | 1517-1528; 1529-1531 წწ. | |
მელქისედეკ II (ბაგრატიონი) | დაახ. 1528-1529; 1540-1545; 1548-1552 წწ. | |
მალაქია | 1532-1534 წწ. | |
გერმანე | დაახ. 1535-1546 წწ. | |
ნიკოლოზ VI | დაახ. 1542-1547 წწ. | |
სვიმონ V | 1547-1548 წწ. | |
ზებედე I | 1552-1556 წწ. | |
დომენტი I | 1556-1560 წწ. | |
ნიკოლოზ VII (ბარათაშვილი) | 1561-1584 წწ. | |
ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) | 1584-1589 წწ. | |
დოროთეოზ III | დაახ. 1589-1595 წწ. | |
დომენტი II | დაახ. 1595-1610 წწ. | |
ზებედე II | 1610-1611 წწ. | |
იოანე IX (ავალიშვილი) | 1612-1616 წწ. | |
ქრისტეფორე I | 1616-1622 წწ. | |
ზაქარია (ჯორჯაძე) | 1623-1630 წწ. | |
ევდემოზ I (დიასამიძე) | 1630-1638 წწ. | |
ქრისტეფორე II | 1638-1660 წწ. | |
დომენტი III | 1660-1676 წწ. | |
ნიკოლოზ IX (ამილახვარი) | 1678-1688; 1691-1696 წწ. | |
იოანე X (დიასამიძე) | 1688-1691; 1696-1700 წწ. | |
ევდემოზ II | 1701-1705 წწ. | |
დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი) | 1705-1741 წწ. | |
ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) | 1725-1737 წწ. | |
კირილე II (ციციშვილი) | 1737-1739 წწ. | |
ნიკოლოზ X (ხერხეულიძე) | 1741-1744 წწ. | |
ანტონ I | 1744-1755; 1764-1788 წწ. | |
იოსები (ჯანდიერიშვილი) | 1755-1764 წწ. | |
ანტონ II (ბაგრატიონი) | 1788-1811 წწ. |
აფხაზეთის კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები რედაქტირება
- სვიმეონი – XI საუკუნის დამლევი, ან XII საუკუნის დასაწყისი
- ნიკოლოზი – XIII საუკუნის დამლევი
- არსენი – 1390–?
- დანიელი – XIV საუკუნის მიწურული – XV საუკუნის დამლევი
- იოაკიმე (იოვაკიმე) – XV საუკუნის 70-იანი წლები
- სტეფანე – 1490–1516
- მალაქია I - 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ.
- ევდემონ I - 1557-1578
- ეფთვიმე I - 1578-1616
- მალაქია II - 1616-1639
- მაქსიმე I - 1639-1657
- ზაქარია - 1657-1660
- სვიმონი - 1660-1666
- ევდემონ II - 1666-1669
- ეფთვიმე II - 1669-1673
- დავითი - 1673-1696
- გრიგოლ II - 1696-1742
- ბესარიონი - 1742-1769
- გერმანე - XVIII საუკუნის 40-იანი წწ.
- იოსები - 1769-1776
- მაქსიმე II - 1776-1795
- დოსითეოს ქუთათელი - მიტროპოლიტი, საკათოლიკოსოს გამგებელი - 1792-1814
საქართველოს ეგზარქოსები რედაქტირება
სახელი | პორტრეტი | ეგზარქოსობის წლები |
---|---|---|
ვარლამი | 1811 8 ივლისი - 1817 14 მაისი | |
თეოფილაქტე | 1817 14 მაისი - 1821 19 ივნისი | |
იონა | 1821 1 სექტემბერი - 1832 5 მარტი | |
მოსე | 1832 12 მარტი - 1834 13 ივლისი | |
ევგენი | 1834 1 სექტემბერი - 1844 12 ნოემბერი | |
ისიდორე | 1844 12 ნოემბერი - 1858 1 მარტი | |
ევსევი | 1858 1 მარტი - 1877 8 დეკემბერი | |
იოანიკე | 1877 8 დეკემბერი - 1882 27 ივნისი | |
პავლე | 1882 16 ივლისი - 1887 29 სექტემბერი | |
პალადი | 1887 29 სექტემბერი - 1892 18 ოქტომბერი | |
ვლადიმერი | 1892 18 ოქტომბერი - 1898 21 თებერვალი | |
ფლაბიანე | 1898 21 თებერვალი - 1901 | |
ალექსი I | 1901 - 1905 | |
ნიკოლოზი | 1905 - 1906 | |
ნიკონი | 1906 - 1908 28 მაისი | |
ინოკენტი | 1909 - 1913 | |
ალექსი II | 1913 - 1914 | |
პიტირიმე | 1914 - 1915 | |
პლატონი | 1915 - 1917 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ
რედაქტირება
სახელი და გვარი | სურათი | პატრიარქობის წლები |
---|---|---|
კირიონ II საძაგლიშვილი |
1917 – 1918 | |
ლეონიდე ოქროპირიძე |
1919 – 1921 | |
ამბროსი ხელაია |
1921 – 1927 | |
ქრისტეფორე III ციცქიშვილი |
1927 – 1932 | |
კალისტრატე ცინცაძე |
1932 – 1952 | |
მელქისედეკ III ფხალაძე |
1952 – 1960 | |
ეფრემ II სიდამონიძე |
1960 – 1972 | |
დავით V დევდარიანი |
1972 – 1977 | |
ილია II შიოლაშვილი |
1977 დღემდე |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 21.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბ., 2000
- ლომინაძე ბ., მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 67-74.