მიქელ II (კათოლიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელი.

მიქელი — ქართლის კათოლიკოსი. მოღვაწეობდა არჩილ მეფის დროს.

ისტორიული წყაროები

რედაქტირება

მოხსენიებულია მირონის კურთხევის წიგნში.

ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტჳრთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთვარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტჳრთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ჴელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოჲ კოკაჲ მირონისა ეტჳრთოს... ...დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეფისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეეტყუებოდა, და ჴელ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი.[1]

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:

მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.

— თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848, გვ. 26

მოღვაწეობის პერიოდი

რედაქტირება

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილი (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „კურთხევა მირონისა“ ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, გვ. 47
წინამორბედი:
თალალე
ქართლის კათოლიკოსი
დაახ. 774-780 წწ. — კალისტრატე ცინცაძე
შემდეგი:
სამოელ VII