ევდემოზ I (დიასამიძე)
ევდემოზ I (გვარად დიასამიძე; გ. 1643) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1630-1638 წლებში. თეიმურაზ I-ის ძის დათუნა ბატონიშვილის სიმამრი[1].

ევდემოზ I მონაწილეობდა ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) წინააღმდეგ შეთქმულებაში. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ევდემოზ I სხვებთან ერთად დააპატიმრეს და როსტომის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 31.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979, გვ. 101