დათუნა ბატონიშვილი
დათუნა (დავით) ბატონიშვილი (დ. დაახლ. 1618/19 — გ. 1648) — კახეთის მეფისწული, თეიმურაზ I-ისა და მისი მეორე ცოლის ხორეშანის (ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და) ძე. ცოლად ჰყავდა კათალიკოს ევდემოზ დიასამიძის ძმისწული ელენე. დათუნასა და ელენეს შვილებიდან ერთ-ერთი, ნიკოლოზი შემდგომში კახეთში გამეფდა ერეკლეს სახელით.
დავით ბატონიშვილი | |
---|---|
დონ კრისტეფორო დე კასტელის ნახატი | |
სამუხრანბატონოს სახლის უფროსი | |
მმართ. დასაწყისი: | 1626 |
მმართ. დასასრული: | 1648 (22 წელი) |
წინამორბედი: | ქაიხოსრო მუხრანბატონი |
მემკვიდრე: | ვახტანგ II მუხრანბატონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1612 |
გარდ. თარიღი: | 1648 |
გარდ. ადგილი: | მაღარო |
დაკრძ. ადგილი: | ალავერდის მონასტერი |
მეუღლე: | ელენე დიასამიძე |
შვილები: | ერეკლე I |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | თეიმურაზ I |
დედა: | ხორეშან ბატონიშვილი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
1626 წელს დათუნას საუფლისწულოდ მუხრანი გადაეცა, მაგრამ 1638 წელს, თეიმურაზის ქართლიდან განდევნის შემდეგ, ეს სამფლობელო კვლავ მუხრანბატონებმა დაიბრუნეს. მამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში. ზოგჯერ იგი მამას, თეიმურაზ I-ს, ოპოზიციაში ედგა. მაგ., დიდებულთა ერთ ჯგუფთან ერთად მას არ სურდა კახეთის სამეფოში ჩამოსული ვოლკონსკის ელჩობის დროს რუსეთის ფიცის წიგნზე დაფიცება. მიუხედავად ამისა, რუსი ელჩების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, 1639 წლის 25 აპრილს, სხვა კახელ დიდებულებთან ერთად ჯვარზე მთხვევით დაიფიცა რუსეთის მეფის ერთგულებასა და კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლაზე. დათუნა ბატონიშვილი დაიღუპა ქიზიყში, სოფ. ძველ ანაგასთან, როსტომ მეფისა და ყიზილბაში ხანების ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. გადამწყვეტი ბრძოლის წინ, სომეხი ისტორიკოსის ზაქარია ქანაქერცის თქმით, დათუნა ბატონიშვილმა „დაინდო სიბერე თავისი მამისა“, ნება არ მისცა საომრად აღჭურვილიყო და ბრძოლის ველზე გასულიყო.
ოჯახი
რედაქტირებადათუნა 1628 წელს, ელენე დიასამიძეზე დაქორწინდა. ის იყო ლევან დიასამიძის ქალიშვილი და კათოლიკოს–პატრიარქის, ევდემოზ I დიასამიძის და. ელენესა და დავითს ეყოლათ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი:
- ლუარსაბ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1659)
- გიორგი ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1651)
- ნიკოლოზი (ერეკლე I) (1643–1709)
- იოსებ ბატონიშვილი (გარდაიცვალა 1648)
- ანასტასია ბატონიშვილი
- ქეთევან ბატონიშვილი (დათუნა ბატონიშვილის ასული) (1648 – 16 იანვარი, 1719), დაქორწინებული იყო ორჯერ: პირველად ბაგრატ IV იმერთა მეფეზე, მეორედ არჩილ II-ზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- თამაზ ნატროშვილი, დათუნა ბატონიშვილი, „კვირის პალიტრა“, № 2, 2000, გვ. 26;
- ასათიანი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
წინამორბედი: ქაიხოსრო მუხრანბატონი |
მუხრანბატონი 1626–1648 |
შემდეგი: ვახტანგ II მუხრანბატონი |