ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იერემია იბერიელიქართლის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 429–433 წლებში.

მას ბერძნულიდან უნდა ეთარგმნა IV საუკუნის თხზულება „დიდაქე", ანუ „ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრება“. კონსტანტინოპოლში არსებულ „დიდაქეს“ ნუსხაში იერემია თავს „ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებულ ქართველ მართლმადიდებელს“ უწოდებს.

იერემია იბერიელი იმ სასულიერო პირთა შორისაა დასახელებული, რომლებიც უგზოობის გამო 431 წელს ქალაქ ეფესოში შემდგარ მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებას ვერ დაესწრნენ და 431 წლის 13 აგვისტოს კონსტანტინოპოლიდან კრების მესვაურებს წერილი მისწერეს. წერილში იერემია ხელს შემდეგნაირად აწერს: „yeremia Iberos paortium Persidis“ და თავს ქართლის „სპარსული ნაწილის“ ეპისკოპოსად ასახელებს. რადგან 431 წლისთვის ქართლი ისევ ბიზანტიასა და ირანს შორის გაყოფილ ქვეყნად რჩებოდა, იერემია იბერიელი ირანელთა გავლენის ქვეშ მყოფი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო. 439 წელს ქართლი მთლიანად ირანს დაექვემდებარა. იერემია იბერიელმა შესაძლოა სწორედ ამ დროს დატოვა ქვეყანა და ქალაქ ურჰაში (ედესა, ანტიოქია) გადასახლდა. გამომდინარე იქიდან, რომ ძველ წყაროებში „ურჰა“ და „ქართლი“ ზოგჯერ იდენტური შინაარსის ტერმინებად იხმარებოდა, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოსაზრების თანახმად, გამორიცხული არ არის, იერემია იბერიელი „იერემია ურჰაელადაც“ მოეხსენებინათ.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება