ვახტანგ გოილაძე (დ. 11 მარტი, 1938, ყვიბისი, ბორჯომის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1938 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.

1966-1976 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპეციალური სამეცნიერო რედაქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – „ქართლის სამეფო III ს. 50-იანი წლების დასასრულამდე (ურთიერთობა სასანიანთა ირანთან და რომ-ბიზანტიასთან)“, დაიცვა 1998 წელს.

  • ვახტანგ გორგასალი, თბილისი, 2009
  • აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბილისი, თსუ, 1997
  • ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბილისი, 1991, ISBN 5-529-00958-1
  • ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება