ყვიბისი
სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
ყვიბისი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომის ხეობაში, მდინარე ყვიბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბეშეთი, ვარდგინეთი, ზანავი, კორტანეთი, რველი).[2] ზღვის დონიდან 900 მეტრი, ბორჯომიდან 6 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ყვიბისი | |
ყვიბისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | ყვიბისი |
კოორდინატები | 41°51′41″ ჩ. გ. 43°25′18″ ა. გ. / 41.86139° ჩ. გ. 43.42167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1527[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % სომხები 0,5 % ოსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებასოფელ ყვიბისის შესახებ ცნობები XV-XVI საუკუნეებიდან მოგვეპოვება. 1443 წლის 30 ნოემბერს ვარამ დიასამიძე შეწირულების წიგნს აძლევს მცხეთის სვეტიცხოველს და მის საჭეთმპყრობელს ქართლის კათალიკოსს შიოს (1440-1446 წწ.). ამ შეწირულების წიგნში ვკითხულობთ:
1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ყვიბისი დაცარიელებულია და სოფელს შეწერილი აქვს 10000 ახჩა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1527 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1771[3] |
2014 | 1527 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 639.
- გოგოლაძე თ. , ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ. 28
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36, 2014 წლის 8 აგვისტო
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.