ყვიბისის ციხე
ყვიბისის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში. ძეგლს ჩვენამდე არ მოუღწევია. აქედან გამომდინარე, დღეს ჭირს ზუსტად განისაზღვროს თუ სად მდებარეობდა ძველად ყვიბისის ციხე. მიუხედავად ამისა, მისი ადგილმდებარეობის შესახებ რამდენიმე ვარაუდია გამოთქმული, თუ სად შეძლება ყოფილიყო აღნიშნული ციხე.
კონკრეტულად ყვიბისის ციხის შესახებ პირველ ცნობას ვხვდებით XVIII საუკუნის ქართველ მემატიანე პაპუნა ორბელიანთან. ისტორიკოსი მოგვითხრობს 1757 წელს ლეკთა გაუთავებელი თარეშისაგან იძულებული იქაური ფეოდალების გადასახლების ამბავს კახეთსა და ზემო ქართლში, იქვე დასძენს:
![]() |
„მოვიდა ათასი ლეკი ქვეითი ავალიშვილების მამულში, ხეობაში, აიღეს ყვიბისის ციხე, მერე მოადგნენ ჭობისხევს, ციხესა, მიეშველა მეფე თეიმურაზ ქართლის ჯარით, დადგა თითონ ქვიშხეთს, უთავა ამილახორი, მიუსივა ჯარი, მიაშველა ციხეს, გაეცალნენ ლეკნი უომრად, მეფეჩაბძანდა ისევ ქალაქსა თბილისისა, წავიდნენ ეს ლეკნი, წაახდინეს ჯავახეთის ქვეყანა.“
|
როგორც აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, ლეკთა მარბიელ ათასკაციანი რაზმი შემოსულა ავალიშვილთა სამფლობელოში ანუ ბორჯომის ხეობაში, აუღიათ ყვიბისის ციხე, რომლის შემდგომაც მიდგომიან ჭობისხევის ციხეს. ამ დროს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ გაგზავნა ლაშქარი მარბიელი ლეკების წინააღმდეგ ამილახორის მეთაურობით. ამის შედეგად, ლეკები იძულებული გახდენენ გაცლოდნენ ციხეს და ჯავახეთში გადავიდნენ.
ლიტერატურარედაქტირება
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 28-31