სვიმონ V
სვიმონ V, სვიმეონ V — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1547-1548 წლებში.
1548 წლით დათარიღებული საბუთის თანახმად, ლევან კახთა მეფეს თავისი ასულის, ელენეს, ქორწინების გამო (ელენე ბაგრატ მუხრანბატონის ძის – ერეკლეს მეუღლე იყო), კათოლიკოსი სვიმონი საკანონოს ახდევინებს – ოცდაათ კომლ გლეხსა და სამეფო გადასახადებისაგან (საყაენო, საური, ლაშქარ-ნადირობა, საბალახე, პური, ღვინო და ა. შ.) ათავისუფლებს გარეჯის უდაბნოების მამულებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1.