იოანე IX (ავალიშვილი)

ტერმინს „იოანე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იოანე.

იოანე (გვარად ავალიშვილი; გ. 1616) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი.

ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ — ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1609 წელს იოანეს გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი თეიმურაზ I-ის დედის, — ქეთევან დედოფლის დაკვეთით. იოანეს ერისკაცობის დროს გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი“.

1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა აფხაზეთის კათალიკოს მალაქიასთან სადაც 1616 წელს გარდაიცვალა[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Карбелов П. «Древний Анчисхатский собор в Тифлисе». Тифлис, 1899