ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი)

ნიკოლოზ VIII — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1584–1589 წლებში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 თებერვალი, ახალი სტილით - 2 მარტი.

ნიკოლოზ VIII
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ინთრონიზაცია 1584
წინამორბედი ნიკოლოზ VII
მემკვიდრე დოროთეოზ III
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი დაახ. 1510-15
გარდაცვალების თარიღი 1591
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
მშობლები ლევანი, თინათინ გურიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა დაახ. 1510-1515 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლევანის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმინდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი.

 
„ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა“

- ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში".

წმინდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმინდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) "მიმოსლვაში" მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს:

 
„იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს.“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, გვ. 57, 2004.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება