დავით II (კათოლიკოს-პატრიარქი)
დავით II (გ. დაახლოებით 1429) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1425-1429 წლებში; საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ძე.
1417/19 წლებში მამამ ბერად შეაყენა მცხეთაში. დავითის პატრიარქად მომზადება და კურთხევა დაევალა კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ VI-ს. 1426 მეფის მიერ ზედგინიძეებისადმი მიცემულ წყალობის წიგნში უკვე მოიხსენიება როგორც ქართლის კათოლიკოსი. მოხსენიებულია ასევე საგარეჯოს სოფლების შეწირულობის წიგნში 1428 წელს. დავით II, როგორც სამეფო სახლის წევრი, ალექსანდრე I-ის ერთგული თანამშრომელი იყო. მონაწილეობდა მტრისაგან დაძაბუნებული ქვეყნის აღდგენაში. 1429 წელს მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნში კათოლიკოსად უკვე თეოდორეა მოხსენიებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 340.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 262.