თეოდორე III
თეოდორე III [1] — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1429-1435 წლებში. ალექსანდრე I, დიდი დიდის კარის მოძღვარი. აქტიურად მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევების შედეგად გაპარტახებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში: ყიდულობდა ნასოფლარებს, გადამწვარ ადგილებს და ასახლებდა გლეხებს; მცხეთის საპატრიარქოს შეუძინა ვირშის მონასტერი სოფლებიანად, არმაზის ციხე ეკლესიით, სოფლებით და ბაჟის შემოსავლითურთ, ნასოფლარი ქვეში, ჯვრის მონასტერი სოფლებიანად და სხვ. 1434 აქტიური მონაწილეობა მიიღო მტრისაგან მიტაცებული ლორეს დაბრუნებასა და იქ ქართული მიწისმფლობელობის აღდგენაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966;
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, გვ. 70–71
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქსე-ს მიხედვით თეოდორე II