მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზებედე.

ზებედე I — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1552-1556 წლებში. 1552 წელს თბილისიდან სპარსელ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (შაჰ-თამაზ I-მა თბილისი დაიკავა 1548 წელს), ზებედე I-მა „აიაზმით განწმინდა“ და ხელახლა აკურთხა სიონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, აგრეთვე ქალაქის ყველა დანარჩენი ეკლესია, რომელიც მტერმა შებილწა და გააუქმა. ხელი მოაწერა ლუარსაბ I-ის სიგელის სიონის ტაძარში მღვდელმსახურების აღდგენისა და მამულების შეწირვის შესახებ.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება