სამოელ II (კათოლიკოსი)
სამოელ II — ქართლის კათოლიკოსი VI საუკუნის შუა წლებში — VI საუკუნის 70-იან წლებში. სამოელს მოუნათლავს სპარსი ცეცხლთაყვანისმცემელი ევსტათი, რომელიც აწამეს დაახლოებით 550 წელს. მანვე ქართლის სხვა მთავრებთან ერთად სთხოვა ქართლის მარზპანს არვანდ გუშნასპს ქრისტიანობის მიღებისათვის დაპატიმრებული ევსტათის გათავისუფლება ციხიდან. სამოელს დაუკრძალავს ევსტათი მცხეთის საკათედრო ტაძარში.
სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით, სამოელი იყო მეცხრე კათოლიკოსი, რომელიც სვიმონ კათოლიკოსის გარდაცვლაების შემდეგ დაჯდა მცხეთის ტახტზე. სამოელის დროს ქართლში გამოჩნდა პალესტინიდან წამოსული გუარამი შვიდიდან ერთი ძმა, რომელიც ქართლში შემოკრებილი ერისთავად აირჩიეს, შემდგომში მცხეთის ჯვრის მცირე ეკლესიის საფუძვლის დამდები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 19.
- სუმბატ დავითის-ძე, „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“
წინამორბედი: მაკარი |
ქართლის კათოლიკოსი VI ს-ის შუა წ. — VI ს-ის 70-იანი წ. |
შემდეგი: სვიმონ II (სჳიმონ–პეტრე) |