სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიქაელ.

მიქაელი, მიქელ მირიანის ძე, ან მიქაელ მირიანისძე[1]საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1178-1184 წლებში, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი 1184 წლიდან.

მკვლევართა ერთი ნაწილი მიქაელს რეაქციონერ დიდგვარიანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. სხვათა აზრით, მიქაელი გიორგი III-ის ერთგული მოღვაწე იყო, რომელიც მეფემ ნიკოლოზ I გულაბერისძის გადადგომის შემდეგ კათალიკოსად დანიშნა. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეწვია სირიის პატრიარქი ეგნატე მეფე გიორგი III-ის წინაშე მოციქულად ჯელალ ედდინისაგან, რათა ტყვეები გაენთავისუფლებინა. მიქაელს ხვდა წილად 1178 წელს თამარ მეფე გიორგი III-ის თანამოსაყდრედ ეკურთხებინა. 1184 წელს მიქაელი გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მიქაელმა ეს თანამდებობა დაკარგა. მიქაელი აქტიურად მონაწილეობდა თამარის დაქორწინებაში იური ანდრიას ძეზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მეტრეველი, როინ; ლორთქიფანიძე მ., მუსხელიშვილი დ., მეტრეველი რ., (2012). რედ. მეტრეველი რ.: საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. I: საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 439. ISBN 978-9941-19-585-3.