დომენტი III
დომენტი III (გ. 22 სექტემბერი, 1676, მცხეთა) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1676 წლებში, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე.
დომენტი იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას. 1664 წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და თბილისის ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა, რომელიც შემდგომ შეაკეთა და განაახლა, ხოლო 1675 წელს ააგო ახალი სამრეკლოც.
ანჩისხატის სამრეკლოს ამშვენებს შემდეგი წარწერა:
„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“
|
დომენტის სახელს უკავშირდება ასევე მჭადიჯვრის ეკლესიის აგება. მანვე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისთვის ნასყიდობით შეიძინა სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე კომლი გლეხი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 478.