დავით III (კათოლიკოს-პატრიარქი)

დავით III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1435/36–1438/39 წლებში.

დავითმა სვეტიცხოვლის მსახურთუხუცეს დავით ქარცისძეს უწყალობა ლომისგულ სუნღულაძის მიერ მცხეთისთვის შეწირული მამული გორში და იქვე მცხეთის კუთვნილი გლეხები. მის პატრიარქობაში მეფე ალექსანდრე I დიდი 1438/1439 წ. სწირავს სვეტიცხოველს ატენის წინაუბანს, ლომიშვილებს მათი მამულით და კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს: „კათალიკოზო დავით, ჩუენთვის წირვასა და ეკლესიის სამსახურსა ნუ დააკლებთ“.

კათოლიკოს-პატრიარქ დავითის ზეობაში 1438–1439 წლებში მიმდინარეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელზედაც ქართველმა დელეგატებმა — მეფის საერო წარმომადგენელმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა — უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება