ქრისტოფორე II (ერისკაცობაში ურდუბეგისძე, ურდუბეგაშვილი, ამილახვარი[1]) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1638-60. ქრისტოფორე II კათალიკოსად დასვა როსტომ მეფემ, რომელმაც ევდემოზ I დააპატიმრა შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. ქრისტოფორე II-მ როსტომს ხელახლა დაამტკიცებინა მცხეთის სვეტიცხოვლის ძველად კუთვნილი მამულები: გარეჯის უდაბნოები, რამდენიმე სოფელი და თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის საყდარი, ამას გარდა შემოაწირვინა ახალი მამულებიც. ქრისტოფორე II მწიგნობარი იყო. ადრე წერდა მცხეთაში პატრიარქის წყალობის საბუთებს; მასვე დაურთავს კომენტარები იოანე პეტრიწის „განმარტების“ ტექსტისათვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კარბელაშვილი პ., „ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 131.