მიტროპოლიტი ისიდორე (ერისკაცობაში — იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი; დ. 1 (12) ოქტომბერი1799, სოფ. ნიკოლსკი, კაშირის მაზრა, ტულის გუბერნია — გ. 6 (19) აგვისტო1892[1]) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მწერალი, ბიბლიის რუსულად სინოდალური თარგმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი 1844-1858 წლებში.

მიტროპოლიტი ისიდორე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. განათლება ტულის სასულიერო სემინარიაში მიიღო, სადაც სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს სამუშაოდ. მას მინიჭებული ჰქონდა დოქტორის წოდება. იყო მოგილიოვის მთვრეპისკოპოსი. 1844 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. დიდ ყურადღებას უთმობდა „ოსეთის სასულიერო კომისიის“ საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, დაარსდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა სასულიერო განათლებას. იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში "მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" შექმნისა. ხელს უწყობდა საეკლესიო-სამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას. ააშენებინა ეგზარქოსისთვის ახალი სასახლე. 1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომიტეტი (მონაწილეობდა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი). 1851 წელს 1200 ინგილოს მიაღებინა ქრისტიანობა. მან საქართველოში 13 წელი იმსახურა, რისთვისაც 1845 წელს მიიღო წმინდა ვლადიმერის ორდენი, ხოლო 1850 წელს ბრილიანტის ჯვარი. 1858 წელს მას მიენიჭა მიტროპოლიტობა და გადაიყვანეს კიევში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ევგენი
საქართველოს ეგზარქოსი
1844-1858
შემდეგი:
ევსევი