12 ოქტომბერი
თარიღი
12 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 285-ე დღე (ნაკიან წლებში – 286-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 80 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- ძვ. წ. 539 : სპარსეთის მეფე კიროს დიდის არმია ბაბილონს იღებს.
- 1216 : მეფე ჯონმა სამეფო გვირგვინის ალმასები დაკარგა, სავარაუდოდ სატონის ხიდთან.
- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კარიბებს აღწევს. მისი ვარაუდით აღმოსავლეთ აზიაში ჩავიდა.
- 1775 : აშშ-ის ფლოტი დაარსდა.
- 1810 : პირველი ოქტობერფესტი — ბავარიის არისტოკრატია მიუნხენის მოქალაქეებს იწვევს უფლისწული ლუდვიგ ბავარიელისა და პრინცესა ტერეზე ფონ სახსენ-ჰილდბურგჰაუზენის ქორწინების აღსანიშნავად.
- 1822 : ბრაზილია დამოუკიდებელი გახდა პორტუგალიისაგან.
- 1823 : შოტლანდიელი ჩარლზ მაკინტოში პირველ საფირმო ლაბადას ყიდის.
- 1850 : პირველი ქალთა სამედიცინო კოლეჯი გაიხსნა, პენსილვანიაში.
- 1901 : პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი „აღმსრულებელ სახლს“ ოფიციალურად არქმევს „თეთრ სახლს“.
- 1931 : რიო-დე-ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნა ქრისტეს ქანდაკება.
- 1960 : ცივი ომი — ნიკიტა ხრუშჩოვი საკუთარ ფეხსაცმელს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე გამომსვლელთა მაგიდაზე ურტყამს საბჭოთა კავშირის კოლონიალური პოლიტიკის კრიტიკის გამო.
- 1964 : საბჭოთა კავშირი დედამიწის ორბიტაზე ვოსხოდ 1-ს უშვებს, რომელიც პირველი კოსმოსური ხომალდი იყო რამდენიმე ადამიანით ბორტზე და პირველი გაფრენა კოსმოსური სკაფანდრების გარეშე.
- 1968 : ქ. მეხიკოში გაიხსნა მე-19 ოლიმპიური თამაშები.
- 1968 : ეკვატორული გვინეა დამოუკიდებელი გახდა ესპანეთისაგან.
- 1970 : ვიეტნამის ომი — აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვიეტნამიდან 40 000 ჯარისკაცის გამოყვანის დაწყების შესახებ აცხადებს.
- 1984 : სასტუმრო ბრაიტონში მარგარეტ ტეტჩერი ირლანდიის არმიის მიერ განხორციელებულ ტერაქტს გადაურჩა.
- 1991 : ასკარ აკაევი ყირგიზეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1999 : პერვეზ მუშარაფი უსისხლო გადატრიალებით პაკისტანში ძალაუფლებას იღებს.
- 1999 : დედამიწის მოსახლეობამ 6 მილიარდს მიაღწია.
- 2002 : ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ტერორისტული აქტით 202 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
- 2006 :
- ედმუნდ ფელპსი 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში.
- თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში.
- ბანგლადეშის ბანკირი და ეკონომისტი მუჰამედ იუნუსი და გრამინ ბანკი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები ხდებიან.
- 2007 : კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი და ალბერტ გორი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2009 :
- რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და სადეპუტატო მანდატების 80% მოიპოვა.
- ელინორ ოსტრომი და ოლივერ უილიამსონი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ეკონომიკის მართვის ანალიზში გაწეული ღვაწლისთვის.
- 2012 : ევროკავშირს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა „ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“
- 2014 : ევო მორალესი მესამე ვადით ბოლივიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1008 : გო-იჩიჯო — იაპონიის იმპერატორი
- 1537 : ედუარდ VI — ინგლისის მეფე (გ.1553)
- 1558 : მაქსიმილიან III — ავსტრიის ჰერცოგი
- 1715 : პეტრე II — რუსეთის მეფე
- 1796 : მურავიოვი, მიხაილ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე
- 1798 : პედრუ I — ბრაზილიის იმპერატორი
- 1865 : ჰარდენი, ართურ — ინგლისელი ბიოქიმიკოსი (გ.1940)
- 1866 : მაკდონალდი, რამსეი — ინგლისის პრემიერ-მინისტრი
- 1896 : მონტალე, ევგენიო — იტალიელი პოეტი
- 1935 : პავაროტი, ლუჩიანო — იტალიელი მომღერალი
- 1981 : ენგინ აქიურექი — თურქი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 632 : ედვინ დეირელი — ნორტუმბრიის და ბრეტვალდას მეფე
- 638 : ჰონორიუს I — რომის პაპი
- 642 : იოანე IV — რომის პაპი
- 1320 : მიხეილ IX პალეოლოგუსი — ბიზანტიის თანაიმპერატორი
- 1576 : მაქსიმილიან II — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
- 1694 : მაცუო ბასიო — იაპონელი პოეტი.
- 1730 : ფრედერიკ IV — დანიის მეფე
- 1912 : ოტო კრიუმელი — გერმანელი გეოგრაფი
- 1924 : ფრანსი, ანატოლ — ფრანგი მწერალი (დ.1844)
- 1960 : ასანუმა ინეძირო — იაპონიის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე.
- 1965 : მიულერი, პაულ ჰერმან — შვეიცარელი ქიმიკოსი
- 1991 : სტრუგაცკი, არკადი — რუსი ნოველისტი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- მალავი : დედის დღე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: