ელინორ ოსტრომი (ინგლ. Elinor Ostrom; დ. 7 აგვისტო, 1933, ლოს-ანჯელესი, აშშ, — გ. 12 ივნისი, 2012, ბლუმინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტოლოგი და ეკონომისტი[5] [6] [7] . რომლის ნაშრომებიც უკავშირდება ახალ ინსტიტუციონალურ ეკონომიკასა და პოლიტიკური ეკონომიის აღორძინებას[8]. 2009 წელს ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკაში, "ეკონომიკური მმართველობის, უმთავრესად კი საზოგადოებრივი საქონელის გაანალიზებისათვის", რომელიც გაინაწილა ოლივერ უილიამსონთან ერთად. დღემდე, ის პირველია იმ ორ ქალს შორის, რომელმაც მოიგო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, მეორეა - ესთერ დიუფლო[9].

ელინორ ოსტრომი
მშობლიური სახელი Elinor Ostrom
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1933 (1933-08-07) (91 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდ. თარიღი 12 ივნისი, 2012
გარდ. ადგილი ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ
სიკვდილის ვითარება ბუნებრივი მიზეზები
გარდაცვალების მიზეზი pancreatic cancer
მოქალაქეობა აშშ
მეუღლე ვინსენტ ოსტრომი
საქმიანობა ეკონომისტი, პოლიტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ინდიანის უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , Cabot Corporation[1] და კალიფორნიის უნივერსიტეტი[1]
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[2] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია[3]
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო (2001), იოჰან შიუტეს პრემია პოლიტიკურ მეცნიერებებში (1999)
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი)
სამეცნიერო ხელმძღვანელი Dwaine Marvick
დოქტორანტი John Paul McIver[4]
საიტი cogs.indiana.edu

კალიფორნიის უნივერსიტეტის(ლოს-ანჯელესი) ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურების დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა ბლუმინგტონში,ინდიანაში და მუშაობდა ინდიანას უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი, კარიერა განაგრძო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო ინდიანას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სადაც პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორ არტურ ბენტლისთან ერთად იყო დირექტორი „პოლიტიკური თეორიისა და პოლიტიკური ანალიზის ვორქშოპისა“. ქალაქ თემფიში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი იყო მკვლევარი და დამფუძნებელი დირექტორი „ინსტიტუციური განსხვავებულობის სწავლის ცენტრისა“[10]. ის იყო მთავარი მკვლევარი სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის ერთობლივი კვლევითი მხარდაჭერის პროგრამაში (SANREM CRSP), რომელსაც ახორციელებდა ვირჯინია ტექი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული[11].

პირადი ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ელინორ ოსტრომი დაიბადა 1933 წლის 7 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და იყო მუსიკოსი ლი ჰოპკინსისა და სეტის დიზაინერ ადრიან ავანის ერთადერთი შვილი[12] [13]. მშობლები მისი ბავშვობის პერიოდში დაშორდნენ ერთმანეთს და ელინორი უმეტესად დედასთან ერთად ცხოვრობდა[14]. დედამისთან ერთად დადიოდა ხოლმე პროტესტანტულ ეკლესიაში, შაბათ-კვირას კი ხშირად ატარებდა მამამისის ებრაულ ოჯახთან ერთად[15]. გაიზარდა რა პოსტ-დეპრესიულ პერიოდში, განშორებული ხელოვანების ოჯახში, ელინორი საკუთარ თავს "საწყალ ბავშვად"[16] განსაზღვრავდა. მისი მთავარი გასართობი აქტივობა იყო ცურვა, ის შეუერთდა მოცურავეთა ჯგუფს და შეჯიბრებზე ცურავდა, შემდეგ კი თვითონვე დაიწყო ცურვის სწავლება იმისათვის, რომ გამოემუშავებინა ფული და კოლეჯში სიარული შეძლებოდა[17].

ელინორ ოსტრომი გაიზარდა ბევერლი ჰილსის საშუალო სკოლის პარალელურად მდებარე ქუჩაზე და ამავე სკოლაში დადიოდა, რომელიც 1951 წელს დაასრულა.[18] ის ამის გამო თავს იღბლიანად თვლიდა, რადგან ამ სკოლას მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა შემდგომში კოლეჯში შესვლის ნებართვაზე. ელინორი შეუერთდა დებატების ჯგუფს, დისკუსიის ტაქტიკების სწავლამ კი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მისი აზროვნების სტილზე. მან გააანალიზა რომ საჯარო პოლიტიკისადმი მიდგომას ორი მხარე აქვს და უმნიშვნელოვანესია ორივე მათგანისთვის გქონდეს ხარისხიანი არგუმენტები.[19] საშუალო სკოლაში სწავლისას ელინორს ტრიგონომეტრია არ უსწავლია, რადგან გოგოებისთვის, რომელთაც უმაღლესი ქულები არ ჰყავდათ ალგეებრასა და გეომეტრიაში ამ საგნის გავლა არ იყო ნებადართული. მის ოჯახში არავის ჰქონდა კოლეჯში სწავლის გამოცდილება, თუმცა ხედავდა რა რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 90% შემდეგ კოლეჯში მიდიოდა, თვითონაც "ნორმალურ" ქცევად მიიჩნევდა ასევე მოცევას, თუმცა დედამისს არ სურდა რომ მას კოლეჯში ევლო, რადგან ამისთვის გონივრულ მიზეზს ვერ ხედავდა.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 https://ostromworkshop.indiana.edu/pdf/CVs/eostrom_vitae.pdf
  2. http://www.nasonline.org/member-directory/deceased-members/45787.html
  3. NNDB — 2002.
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. "No Panaceas! Elinor Ostrom talks with Fran Korten",Shareable: Civic System. March 18, 2010. Archived from the original on February 16, 2011. Retrieved February 20, 2011.
  6. Janssen, M. A. (2012). "Elinor Ostrom (1933–2012)". Nature. 487 (7406): 172. Bibcode:2012Natur.487..172J doi:10.1038/487172
  7. Wilson, R. K. (2012). "Elinor Ostrom (1933–2012)". Science. 337 (6095): 661. Bibcode:2012Sci...337..661W. doi:10.1126/science.1227725
  8. Aligica, Paul Dragos; Boettke, Peter (2010). "Ostrom, Elinor".
  9. "Nobel Prize Awarded Women". Retrieved October 14, 2019.
  10. "Elinor Ostrom building for Nijmegen School of Management დაარქივებული 2018-02-24 საიტზე Wayback Machine. ". Radboud University (in Dutch). Retrieved February 3, 2018.
  11. "Researcher for Virginia Tech program wins Nobel Prize". Virginia Tech. Retrieved January 2, 2011.
  12. Leonard, Mike (December 6, 2009). "Nobel winner Elinor Ostrom is a gregarious teacher who loves to solve problems". The Herald-Times. Bloomington, Indiana. Archived from the original on April 15, 2015. Retrieved April 15, 2015.
  13. "Elinor Ostrom". The Telegraph. London. June 13, 2012. Retrieved April 15, 2015.
  14. Wall, Derek (2014). The Sustainable Economics of Elinor Ostrom: Commons, Contestation and Craft. Routledge. DOI https://doi.org/10.1007/s10745-014-9664-6
  15. "The story of non-economist Elinor Ostrom". The Swedish Wire. December 9, 2009. Archived from the original on December 14, 2009. Retrieved June 12, 2010.
  16. "Elinor Ostrom". The Economist. June 30, 2012. Retrieved August 30, 2012.
  17. "Elinor Ostrom - Biographical". www.nobelprize.org. Retrieved March 3, 2018.
  18. Vlad, Tarko (2017). Elinor Ostrom : an intellectual biography. London. ISBN 978-1-78348-588-8. OCLC 965120114
  19. "Elinor Ostrom - Biographical". www.nobelprize.org. Retrieved March 3, 2018.
  20. Vlad, Tarko (2017). Elinor Ostrom : an intellectual biography. London. ISBN 978-1-78348-588-8. OCLC 965120114