დიდი დეპრესია
- მოცემული სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეხება.
დიდი დეპრესია — მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე 1933 წელს, თუმცა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონეზე აყვანა.
სახელწოდება „დიდი დეპრესია“ ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათი სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.
ტერმინი „დიდი დეპრესია“ მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად „დეპრესიას“ უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.
დიდი დეპრესიის მიზეზები
რედაქტირებაეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები დიდი დეპრესიის მიზეზთა მრავალ თეორიას ასახელებენ. ამგვარად ის ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ მოვლენად რჩება დღემდე. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.
ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებს წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პირად ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობს დააწყოს მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩავარდნა. მათგან განსხვავებით მარქსისტული ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობაზე წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდაუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.
ბოლო დროს, ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ საფონდო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელსაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rare Color Photos from the Great Depression – slideshow by The Huffington Post
- EH.net დაარქივებული 2013-07-02 საიტზე Wayback Machine. , "An Overview of the Great Depression", by Randall Parker.
- America in the 1930s დაარქივებული 2008-06-12 საიტზე Wayback Machine. Extensive library of projects on America in the Great Depression from American Studies at the University of Virginia
- The 1930s Timeline დაარქივებული 2009-10-07 საიტზე Wayback Machine. year by year timeline of events in science and technology, politics and society, culture and international events with embedded audio and video. AS@UVA
- Great Myths of the Great Depression დაარქივებული 2009-02-06 საიტზე Wayback Machine. by Lawrence Reed
- Franklin D. Roosevelt Library & Museum for copyright-free photos of the period
- An Age of Lost Innocence: Childhood Realities and Adult Fears in the Depression დაარქივებული 2009-11-26 საიტზე Wayback Machine. American Studies at the University of Virginia
- Great Depression in the Deep South დაარქივებული 2008-05-04 საიტზე Wayback Machine.
- Soul of a People documentary დაარქივებული 2009-09-06 საიტზე Wayback Machine. on Smithsonian Networks
- The Great Depression at the History Channel