დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი

(გადამისამართდა გვერდიდან დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი)

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი (ინგლ. Dow Jones Industrial Average, NYSE: DJI, ასევე DJIA, Dow 30, ან არაფორმალურად Dow industrials, Dow Jones ან The Dow) — ერთ-ერთი უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორისა და დოუ ჯონს & კომპანის თანადამფუძნებელი ჩარლზ დოუს მიერ შექმნილ სააქციო ბაზრის ინდექსთაგან. დოუმ ინდექსი შექმნა ამერიკის საფონდო ბაზრების სამრეწველო კომპონენტის ანალიზისთვის. იგი აშშ-ში უწყვეტად მოქმედი საბაზრო ინდექსთაგან უძველესია, დოუ ჯონსის სატრანსპორტო ინდექსთან ერთად, რომელიც ასევე დოუს შექმნილია.

ამჟამად ეს ინდექსი აშშ-ის 30 უმსხვილესი და ყველაზე დივერსიფიცირებულ საზოგადო კომპანიებს მოიცავს. სახელში „ინდუსტრიული“ ნაწილი უმეტესწილად ისტორიულ ფუნქციას ატარებს — 30 თანამედროვე კომპონენტთაგან უმეტეს წილს მძიმე მრეწველობასთან კავშირი თითქმის არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ DJIA არის აქციების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული ინდექსი, ბევრი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ იგი არაადეკვატურად ასახავს აშშ-ის საერთო საფონდო ბაზარს სხვა უფრო ფართო საბაზრო ინდექსებთან შედარებით, როგორიცაა S&P 500 ან ინდექსი Russell 2000.

ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნა მოხდა 1987 წლის „შავ ორშაბათს“, როდესაც დოუ-ჯონსმა დაკარგა 22,6 %.[1]

გაანგარიშება და შერჩევის კრიტერიუმები

რედაქტირება

ამჟამად ეს ინდექსი აშშ-ის 30 უმსხვილესი და ყველაზე დივერსიფიცირებულ საზოგადო კომპანიებს მოიცავს. სახელში „ინდუსტრიული“ ნაწილი უმეტესწილად ისტორიულ ფუნქციას ატარებს — 30 თანამედროვე კომპონენტთაგან უმეტეს წილს მძიმე მრეწველობასთან კავშირი თითქმის არ აქვს.[2] არც ერთი თავდაპირველი სამრეწველო საწარმო არ დარჩა ინდექსში.[3]

თავდაპირველად ინდექსი იანგარიშებოდა როგორც მოცული კომპანიების აქციების ფასის საშუალო არითმეტიკული. ახლა გაანგარიშებისათვის ყველა (30) აქციის ჯამს ყოფენ დოუ-ჯონსის კოეფიციენტზე.[4] 2021 წლის 4 ნოემბრიდან დოუ-ჯონსის კოეფიციენტი შეადგენს 0,15172752595384.[5] კოეფიციენტი იცვლება ყოველთვის, როდესაც დამფუძნებელი კომპანია ექვემდებარება აქციების დაყოფას, ასე რომ აქციების დაყოფა არ ახდენს გავლენას ინდექსის მნიშვნელობაზე.

ინვესტირების მეთოდები

რედაქტირება

ინვესტიცია დოუ-ჯონსის ინდექსში შესაძლებელია ინდექსის ფონდების და აგრეთვე წარმოებული ინსტრუმენტების, როგორიცაა ოპციური კონტრაქტები და ფიუჩერსული კონტრაქტები, მეშვეობით.

ოპციონების ჩიკაგოს ბირჟა უშვებს ოპციური კონტრაქტებს Dow-ზე ფესვური სიმბოლოს მეშვეობით DJX.[6]

ETF, რომელიც იმეორებს ინდექსის მაჩვენებლებს, გამოიშვება State Street Corporation-ის მიერ.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Preliminary Observations on the October 1987 Crash. archive.gao.gov. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  2. The First 12 Dow Components: Where Are They Now?. forbes.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  3. What Happened to the First 12 Stocks on the Dow?. fool.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  4. Brokers for Trading Indices Guide. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  5. Forex Trading Industry Statistics and Facts 2020. dailyforex.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  6. SPDR Dow Jones Industrial Average ETF (DIA). nasdaq.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.
  7. The Best (and Only) Dow Jones Industrial Average ETF for Q1 2022. investopedia.com. ციტირების თარიღი: 2022 წლის 28 იანვარი.