11 ოქტომბერი
თარიღი
11 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 284-ე დღე (ნაკიან წლებში – 285-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 81 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1783 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
- 1811 : გამომგონებელი ჯონ სტივენსის კატარღა „ჯულიანა“ იწყებს მოქმედებას როგორც პირველი ორთქლზე მომუშავე ბორანი ნიუ-იორკსა და ჰობოკენს შორის (ნიუ-ჯერსი).
- 1850 : სიდნეის უნივერსიტეტი დაარსდა ავსტრალიაში სამი პროფესორითა და 24 სტუდენტით, როგორც ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტი.
- 1968 : ნასა აპოლო 7-ს უშვებს - პირველი წარმატებული ადამიანით მართული აპოლოს მისია, ასტრონავტებით უოლტერ შირა, დონ აიზელი და უოლტერ კანინგემი.
- 1986 : ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი რ. რეიგანი და სსრ კავშირის ლიდერი მ. გორბაჩოვი.
- 1987 : ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის დემონსტრაცია ვაშინგტონში 200.000 ადამიანს იზიდავს აშშ-ის მთავრობის მიერ შიდსის ეპიდემიის უგულებელყოფის გამო.
- 1994 : შავი სამშაბათი - რუსეთის რუბლი დოლართან მიმართებაში კატასტროფულ დევალუაციას განიცდის.
- 2007 : ბრიტანელი მწერალი დორის ლესინგი ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება ლიტერატურის დარგში.
- 2009 : ირლანდიის ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ შეიარაღებული კამპანიის დასრულება გამოაცხადა.
- 2010 : დიდი ბრიტანელი ქრისტოფერ პისარადისი და ამერიკელი მკვლევრები პიტერ დაიმონდი და დეილ მორტენსენი ეკონომიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2011 : უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთთან 2009 წელს დადებული ხელშეკრულების გამო.
- 2013 : ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2019 : ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2021 :
- ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა.
- ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში კანადელი დევიდ ქარდი, ამერიკელები ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი გახდნენ.
- 2024 : ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში ატომური იარაღის გაუქმებისთვის მებრძოლ იაპონურ ჯგუფ „ნიჰონ ჰიდანკიოს“ მიენიჭა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1671 : ფრედერიკ IV — დანიის მეფე (გ.1730)
- 1885 : მორიაკი, ფრანსუა — ფრანგი მწერალი (გ. 1970)
- 1885 : მორეუ დე ხუსტო, ალისია — არგენტინელი ექიმი, პოლიტიკოსი, პაციფისტი და ადამიანის უფლებების დამცველი. (გ.1986)
- 1887 : ჟან ჟუვი, პიერ — ფრანგი მწერალი (გ. 1976).
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1531 : ცვინგლი, ულრიხ — შვეიცარიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (დ.1484)
- 1889 : ჯოული, ჯეიმზ პრესკოტ — ინგლისელი ფიზიკოსი (დ.1818)
- 1963 : ჟღენტი, სერგი — ქართველი ენათმეცნიერი (დ.1912)
- 1963 : პიაფი, ედიტ — ფრანგი მსახიობი და მომღერალი
- 1989 : კოსტავა, მერაბ — ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე (დ. 1939)
- 1989 : ჭავჭავაძე, ზურაბ — ეროვნული მოძრაობის გმირი
- 2017 : ლიკა ქავჟარაძე — ქართველი კინომსახიობი. (დ. 1959)
- 2019 : ალექსი ლეონოვი — საბჭოთა კოსმონავტი.
- 2024 : იაჰია სინვარი — ჰამასის ლიდერი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ხარიტონ აღმსარებელი
- ბარუქი წინასწარმეტყველი
- კირილე და მარიამი
- წმინდა ვაცლავი (ვიაჩესლავ ჩეხი)
- წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი
- აგრეთვე:
- აშშ : გენერალ პულასკის ხსოვნის დღე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: