უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი (უკრ. Прем'єр-міністр України) — უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, რომელიც უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი
Прем'єр-міністр України

უკრაინის გერბი
რეზიდენცია უკრაინის მთავრობის შენობა
დამნიშვნელი უკრაინის უმაღლესი რადა
დაარსდა 28 ივნისი 1917
პირველი თანამდებობაზე ვსევოლოდ ჰოლუბოვიჩი
ხელფასი 6,681.40 თვეში[1]
საიტი www.kmu.gov.ua

მას შემდეგ, რაც 1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან, ამ თანამდებობაზე 16-მა პრემიერ-მინისტრმა იმსახურა[2] (მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრების ჩათვლით — 20). არსენი იაცენიუკი იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაიბადა დასავლეთ უკრაინაში. 2 პრემიერ-მინისტრი დაიბადა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შიგალი დაინიშნა 2020 წლის 4 მარტს.[3]

დანიშვნა

რედაქტირება

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის წარდგენით, ინიშნება თანამდებობაზე უკრაინის უმაღლესი რადის მიერ. რადის თანხმობა ითვლება მინიჭებულად, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს. ყველაზე მეტი პარლამენტარის თანხმობა დღემდე მიუღია იულია ტიმოშენკოს, რომელიც პრემიერ-მინისტრად 2005 წლის 4 თებერვალს აირჩიეს, 373 ხმით.

პრემიერ-მინისტრების სია

რედაქტირება
თარიღი პრემიერ-მინისტრი წარმოშობით პოლიტიკური პარტია ხმა პარლამენტში % (450-დან)
1 14 ნოემბერი, 1990 ვიტოლდ ფიკინი ზაპოროჟიეს ოლქი უკრაინის კომუნისტური პარტია 332 73.8
2 13 ოქტომბერი, 1992 ლეონიდ კუჩმა ჩერნიგოვის ოლქი უპარტიო 316 70.2
3 16 ივნისი, 1994 ვიტალი მასოლი ჩერნიგოვის ოლქი უკრაინის კომუნისტური პარტია 199 44.2
4 1995 ევგენი მარჩუკი კიროვოგრადის ოლქი უპარტიო ??? ???
5 1996 პავლო ლაზარენკო დნეპროპეტროვსკის ოლქი გრომადა ??? ???
6 16 ივლისი, 1997 ვალერი პუსტოვოიტენკო ნიკოლაევის ოლქი სახალხო დემოკრატიული პარტია 226 50.2
7 22 დეკემბერი, 1999 ვიქტორ იუშჩენკო სუმის ოლქი უპარტიო 296 65.8
8 29 მაისი, 2001 ანატოლი კინახი მოლდავეთის სსრ უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა პარტია 239 53.1
9 21 ნოემბერი, 2002 ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკის ოლქი რეგიონების პარტია 234 52.0
10 4 თებერვალი, 2005 იულია ტიმოშენკო დნეპროპეტროვსკის ოლქი სრულიად უკრაინის გაერთიანება "მამული" 373 82.9
11 22 სექტემბერი, 2005 იური ეხანუროვი რუსეთის სფსრ ჩვენი უკრაინა 289 64.2
12 4 აგვისტო, 2006 ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკის ოლქი რეგიონების პარტია 271 60.2
13 18 დეკემბერი, 2007 იულია ტიმოშენკო დნეპროპეტროვსკის ოლქი სრულიად უკრაინის გაერთიანება "მამული" 226 50.2
14 11 მარტი, 2010 ნიკოლაი აზაროვი რუსეთის სფსრ რეგიონების პარტია 242 53.8
13 დეკემბერი, 2012 252 56.0
15 27 თებერვალი, 2014 არსენი იაცენიუკი ჩერნოვცის ოლქი სრულიად უკრაინის გაერთიანება "მამული" 371 82.2
27 ნოემბერი, 2014 სახალხო ფრონტი 341 75.8
16 14 აპრილი, 2016 ვლადიმერ გროისმანი ვინიცის ოლქი პეტრო პოროშენკოს ბლოკი 257 57.1
17 29 აგვისტო, 2019 ალექსეი გონჩარუკი ვინიცის ოლქი უპარტიო 290
18 4 მარტი, 2020 დენის შმიგალი ლვოვის ოლქი უპარტიო 291