ვიქტორ ანდრეის ძე იუშჩენკო (იუშენკო) (უკრ. Віктор Андрійович Ющенко; დ. 23 თებერვალი, 1954) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრეზიდენტი 2005–2010 წლებში. უკრაინის პოლიტიკური კოალიციის „ნაშა უკრაინას“ ლიდერი, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი იყო 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბრის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 26 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორ ტურში იუშჩენკო გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 52%-ით 44%-ის წინააღმდეგ (გაუსწრო რა ვიქტორ იანუკოვიჩს). პოპულარული საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც ის მთავრობის სათავეში მოიყვანა დღეს ცნობილია, როგორც „ნარინჯისფერი რევოლუცია“.

ვიქტორ იუშენკო

იუშენკო 1993-1999 წლებში იყო ქვეყნის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ხოლო 1999-2001 წლებში – უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება