ოქროს საწმისის ორდენი (საქართველო)
ოქროს საწმისის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წლის 26 ივნისს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი