სერჟ სარქისიანი (სომხ. Սերժ Սարգսյան, დ. 30 ივნისი, 1954 სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — სომხეთის მესამე პრეზიდენტი 2008-2018 წლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მისი ოფიციალური დანიშვნა 2007 წლის 4 აპრილს მოხდა; მანამდე ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემრულებლის თანამდებობაზე 2007 წლის 26 მარტიდან მუშაობდა. პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, სარქისიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან გაიმარჯვა 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით, რომლის ხელმძღვანელი თავად იყო.

სერჟ სარქისიანი
Սերժ Սարգսյան
სერჟ სარქისიანი Սերժ Սարգսյան
სომხეთის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აპრილი 2008 – 9 აპრილი 2018
პრემიერ-მინისტრი  ტიგრან სარქისიანი
წინამორბედირობერტ ქოჩარიანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მარტი, 2007 – 9 აპრილი, 2008
პრეზიდენტირობერტ ქოჩარიანი
წინამორბედიანდრანიკ მარქარიანი
მემკვიდრეტიგრან სარქისიანი

დაბადებული30 ივნისი, 1954 (1954-06-30) (66 წლის)
მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობასომხეთი
ეროვნებასომეხი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლერიტა სარქისიანი
შვილებიანუში
სატენიკი
პროფესიაფილოლოგი, სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგიასომხური სამოციქულო ეკლესია
ხელმოწერაThe signature of Serj Sargsyan.jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

სერჟ სარქისიანი დაიბადა 1954 წლის 30 ივნისს სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ. 1971 წელს ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1979 წელს სწავლა დაასრულა. 1971-1072 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1983 წელს დაქორწინდა რიტა დადაიანზე. ჰყავს ორი ქალიშვილი, ანუში და სატენიკი, და შვილიშვილი, მარიამი. სერჯ სარქისიანი არის სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. მშობლიური ენის გარდა სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას[1]. გაწყვეტილი აქვს ურთიერთობები სომხეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან.

ადრეული კარიერარედაქტირება

სარქისიანის კარიერა იწყება ერევნის ელექტრო-ხელსაწყოების ქარხნიდან, სადაც 1975 წლიდან ზეინკლად მუშაობდა[2]. 1979 წელს აირჩიეს სტეფანაკერტის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარედ. შემდეგ ამავე პარტის ახალგაზრდული ასოციაციის მეორე მდივნად, პირველ მდივნად. ამის შემდეგ სარქსისიანი სტეფანაკერტის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდის სამმართველოს უფროსი ხდება. საბოლოოდ კი სერჟი მთიანი ყარაბაღის რეგიონული კომიტეტის პირველი მდივნის, ჰენრიკ პოღოსიანის თანაშემწე ხდება.

მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაპირისპირების დროს, სარქისიანი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ და შემდგომ სომხეთის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მისი ორგანიზებულია რამდენიმე ბრძოლა მთიანი ყარაბაღის ომში და ითვლება სომხეთის შეიარაღებული ძალების დამფუძნებლად.
1993 წელს გახდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი. 1995 სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ხოლო 1996 ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი გახდა. 1999 წელს რობერტ ქოჩარიანის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ამის შემდეგ გახდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და 2007 წლიდან პრემიერ-მინისტრი.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებირედაქტირება

სარქისიანი, პრეზიდენტ ქოჩარიანის მხარდაჭერით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სომხეთის პრეზიდენტობის ძლიერ პრეტედენტად განიხილებოდა. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით სარქისინმა მიღებულ ხმათა 53%-ით, მთავარი მოწინააღმდეგე ლევონ-ტერ პეტროსიანი დიდი უპირატესობით დაამარცხა[3]. შედეგების გამოცხადებამ პეტროსიანის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მალე სომხეთის დედაქალაქი არეულობამ მოიცვა. პირველ მარტს ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა. დაიღუპა 10 ადამიანი (8 მომიტინგე, 2 პოლიციის თანამშრომელი). ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 20 დღე გაგრძელდა და 2012 20 მარტს გაუქმდა.

პრეზიდენტირედაქტირება

სერჟ სარქისიანმა საპრეზიდენტო ფიცი 2008 წლის 9 აპრილს, ოპერის შენობაში დადო. თავის მიმართვაში ის აქციებსაც შეეხო და განაცხადა:

 
„ყველას მოვუწოდებ, ერთად ვეძიოთ შერიგების გზები, სომხეთის მომავლისა და განვითარებისათვის“
(სერჟ სარქისიანი[4])

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტიგრან სარქისიანი დანიშნა.

საგარეო პოლიტიკარედაქტირება

 
დიმიტრი მედვედევი სომხეთში ვიზიტისას, 2010 წლის 20 აგვისტო
 
სარქისიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი ერევანში, 2012 წლის 4 ივნისი

სარქისიანმა გააგრძელა 1915 წლის სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლა, ამავდროულად დაიწყო ზრუნვა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

2008 წლის 25 სექტემბერს სარქისიანი ნიუ-იორკში, გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 63-ე სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ხაზი გაუსვა გაეროს ჩარევის აუცილებლობას, შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, მათ შორის მთიან ყარაბაღში. მან ასევე აღნიშნა, თუ აზერბაიჯანის სამხედრო მილიტარიზაცია რამდენად ზრდის ომის რიტორიკას და სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული დაპირისპირების რისკები[5].

გამოსვლებირედაქტირება

გამოსვლები სარქისინიას რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო 2011 წელს, აქციებს ლეონ ტერ-პეტროსიანი მეთაურობდა [6][7][8][9]. სარქისიანი პროტესტანტებს პოსტ-საარჩევნო ძალადობის ფაქტების სრულად, ხელმეორედ გამოძიებას დაჰპირდა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. სომხეთის პრეზიდენტის საიტი
  2. სერჟ სარქისიანის ბიოგრაფია
  3. "Sargsyan wins Armenian presidential race", Xinhua, February 20, 2008.
  4. სხვა სარქისიანი: PM Tigran in, political "independent" to lead government. ArmeniaNow. მარიანა გრიგორიანი
  5. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 63-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლა. President.am (2008-09-25). ციტირების თარიღი: 2009-04-11.
  6. სომხების საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნებისთვის“, 2011 წლის 2 მარტი. ციტირების თარიღი: 26 April 2011. 
  7. სომხეთი: 10,000 მომიტინგე ითხოვს ახალ არჩევნებს“, 17 March 2011. ციტირების თარიღი: 18 March 2011. 
  8. დანიელიანი, ემილ. “"Ter-Petrosian Sets New Deadline For Armenian Leadership“, 2011 წლის 8 აპრილი. ციტირების თარიღი: 25 April 2011. 
  9. გრიგორიანი, კარლინ. “Inflation Sparks Virtual Protests in Armenia“, 15 April 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2011. 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: