სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2008)
| |||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||
|
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2008 — მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 19 თებერვალს. არჩევნები პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის გამარჯვებით პირველივე ტურში დასრულდა, მაგრამ მეორე ადგილზე გასულმა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.
სარქისიანის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა[1] (რომელსაც ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრა აღარ შეეძლო)[2]. დანარჩენი კანდიდატები იყვნენ ლევონ ტერ-პეტროსიანი[3] და ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის რევოლუციური ფედერაციიდან ვაჰან ჰოვჰანისიანი[4]. უდიდესმა ოპოზიციაურმა პარტიამ, კანონის უზენაესობამ კანდიდატად ყოფილი პარლამენტის სპიკერი არტურ ბაღდასარიანი წარადგინა[5].
კანდიდატები
რედაქტირება2007 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, არჩევნებზე ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა:
- არტურ ბაღდასარიანი კანონის უზენაესობიდან
- არტაშეს გეღამიანი ეროვნული ერთობიდან
- არამ ჰარუთიუნიანი ეროვნული თანხმობის პარტიიდან
- ვაჰან ჰოვჰანისიანი სომხეთის რევოლუციური ფედერაციიდან
- ტიგრან კარაპეტიანი სახალხო პარტიიდან
- ვაზგენ მანუკიანი ეროვნულ-დემოკრატიული კავშირიდან
- არმან მელიქიანი
- სერჟ სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიიდან
- ლევონ ტერ-პეტროსიანი
რაფი ჰოვანისიანი მემკვიდრეობიდან და არამ კარაპეტიანი ახალი დროებიდან ასევე ცდილობდნენ დარეგისტრირებას, მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში არცხოვრების გამო სომხეთის პოლიციის საპასპორტო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვათ[6]. სომხეთის პარლამენტში მეორე უდიდესი ფრაქციის აყვავებული სომხეთის კანდიდატმა ბიზნესმენმენმა და ოლიგარქმა გაგიკ წარუკიანმა მხარდაჭერა სერჟ სარქისიანს გამოუცხადა.
ტერ-პეტროსიანმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ 2007 წლის 26 ოქტომბერს ერევანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქოჩარიანი „ორგანიზებულ დანაშაულთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა, რომელიც ქვეყანაში მასობრივ კორუფციაზე და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „სულ მცირე სამი, ოთხი მილიარდი დოლარის“ მოპარვაზე იყო პასუხისმგებელი. მან ასევე გააკრიტიკა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ამტკიცებდა, რომ ქოჩარიანმა და სარქისიანმა მთიანი ყარაბაღის მისამართით იმ გეგმის განხორციელებაზე დაიწყეს ლაპარაკი რომელიც ტერ-პეტროსიანმა მათ ჯერ კიდევ ათი წლის წინ გააცნო და რომლის კატეგორიული წინააღმდეგებიც იყვნენ მაშინ[3].
შედეგები
რედაქტირებაკანდიდატი | პარტია | ხმები | % | |
---|---|---|---|---|
სერჟ სარქისიანი | სომხეთის რესპუბლიკური პარტია | 862,369 | 52.82 | |
ლევონ ტერ-პეტროსიანი | დამოუკიდებელი | 351,222 | 21.50 | |
არტურ ბაღდასარიანი | კანონის უზენაესობა | 272,427 | 17.70 | |
ვაჰან ჰოვჰანისიანი | სომხეთის რევოლუციური ფედერაცია | 100,966 | 6.20 | |
ვაზგენ მანუკიანი | ეროვნულ-დემოკრატიული კავშირი | 21,075 | 1.30 | |
ტიგრან კარაპეტიანი | სახალხო პარტია | 9,791 | 0.60 | |
არტაშეს გეღამიანი | ეროვნული ერთობა | 7,524 | 0.46 | |
არმან მელიქიანი | დამოუკიდებელი | 4,399 | 0.27 | |
არამ ჰარუთიუნიანი | ეროვნული თანხმობის პარტიიდან | 2,892 | 0.17 | |
არასწორი/ცარიელი ხმები | 35,798 | – | ||
სულ | 1,668,464 | 100 | ||
რეგისტრირებული ამომრჩეველი/გამოცხადება | 2,312,945 | 72.14 | ||
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. , IFES |
პროტესტი
რედაქტირებაარჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ერევნის თავისფლების მოედანზე, ოპერის შენობის პირდაპირ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 1 მარტს მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბია, რომლის დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებომდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან სდევდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარისწორება, ასევე სამომავლოდ ანტი-სამთავრობო გამოსვლების დე ფაქტო აკრძალვა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robert Kocharyan To Support Serzh Sargsyan, Panorama.am
- ↑ The Constitution of the Republic of Armenia (27 November 2005), Chapter 3: The President of the Republic, Article 50 დაარქივებული 15 October 2008[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
- ↑ 3.0 3.1 An address by Levon Ter-Petrosyan at the October 26, 2007 rally in Freedom Square, Yerevan.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 31, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 1, 2015.
- ↑ National Assembly Vice Chairman A Candidate For President, Panorama.am
- ↑ [ www.armenialiberty.org ] Monday 1, October 2007
- ↑ 9 Presidential Candidates, A1+. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-11. ციტირების თარიღი: 2015-10-01.