სომხეთის ეროვნული კრება

სომხეთის ეროვნული კრება (სომხ. Հայաստանի Ազգային Ժողով) — სომხეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

სომხეთის ეროვნული კრება
Հայաստանի Ազգային Ժողով
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
სპიკერი ალენ სიმონიანი, საზოგადოებრივი კონტრაქტი
სტრუქტურა
წევრები 107 დეპუტატი
პოლიტიკური ჯგუფები

მთავრობა:

ოპოზიცია (36):

  •      ალიანსი სომხეთი (29)
  •      ალიანსი „მაქვს ღირსება“ (7)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 20 ივნისი, 2021
სხდომების ადგილი
საიტი
www.parliament.am

მოკლე ისტორია

რედაქტირება
  • 1918 წლის 28 მაისს სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ჩამოყალიბდა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება - სომხეთის საბჭო.
  • 1990 წელს ჩამოყალიბდა სომხეთის უზენაესი საბჭო (260 დეპუტატი). ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ორი პოლიტიკური ძალა სომხეთის საერთოეროვნული მოძრაობა და სკპ.
  • 1990 წლის 4 აგვისტოს ეროვნული კრების ხელმძღვანელი ლევონ ტერ-პეტროსიანი გახდა.
  • 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
  • 1991 წლის 16 ოქტომბერს ლევონ ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო ეროვნული კრების ხელმძღვანელი ბაბკენ არარქციანი გახდა.
  • 1995 წლის 5 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ კრებაში აირჩიეს 190 დეპუტატი, საიდანაც 150 იყო მაჟორიტარული, ხოლო 40 პროპორციული სიით არჩეული.
  • 1999 წლის 30 მაისის არჩევნებში დეპუტატთა რაოდენობა 131-მდე შემცირდა. აქედან 75 მაჟორიტარი იყო, ხოლო 56 პროპორციული სიით არჩეული.
  • 2003 წლის 25 მაისის არჩევნებში 56 მაჟორიტარი და 75 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
  • 2007 წლის 12 მაისის არჩევნებში 41 მაჟორიტარი და 90 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.
  • 2012 წლის 6 მაისის არჩევნებში მონაწილეობდა 8 პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი. არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62,33 %.
  • სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2017)
  • სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2018)
  • 2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება