სომხეთის კომუნისტური პარტია

სომხეთის კომუნისტური პარტია (სომხ. Հայաստանի կոմունիստական կուսակցություն) — პოლიტიკური პარტია, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში არსებობდა. პარტია იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ. შეიქმნა 1920 წელს და დაიშალა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად 1991 წელს.

სომხეთის კომუნისტური პარტია
Հայաստանի կոմունիստական կուսակցություն
სომხეთის კომუნისტური პარტია
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ისტორია
დაფუძნდა 1920
დაიშალა 1991
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი

1991 წელსვე შეიქმნა უკვე დამოუკიდებელი სომხეთის კომუნისტური პარტია. ამის შემდეგ კომუნისტები მოხვდნენ პირველ და მეორე მოწვევის პარლამენტში. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიამ მიიღო 15 % და პარლამენტში გაიყვანა 6 დეპუტატი, ხოლო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12,3 % და პარლამენტში შევიდა 9 მანდატით[1]