სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2018)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2018 წლის 9 დეკემბერს ჩატარდება[1]. სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის შემდეგ[2] 2018 წლის 16 ოქტომბერს ორ კვირიან ვადაში ეროვნულ ასამბლეას არ აურჩევია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი[3].

აღსანიშნავია, რომ მომავალი არჩევნები იქნება პირველი საერთო არჩევნები სომხეთში მომხდარი 2018 წლის რევოლუციის შემდეგ, რის შედეგადაც ხელისუფლება გადადგა.

საარჩევნო სისტემა

რედაქტირება

ეროვნული ასამბლეის 101 წევრი ირჩევა პარტიული სიით პროპორციული წარმომადგენლობის მიხედვით. ადგილები გამოყოფილია დჰონდის მეთოდის გამოყენებით. პარტიებისთვის გამოყოფილია საარჩევნო ბარიერის 5% და 7% მრავალპარტიული ალიანსებისთვის[4]. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა 3 პოლიტიკური ძალა შედის პარლამენტში არჩევნების შედეგების მიხედვით.

საარჩევნო ბიულეტენები იყოფა ორ სექციად - ერთში მოთსებულია კანდიდატთა დახურული სია ეროვნულ დონეზე და მეორეში კანდიდატთა ღია სია. ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას ეროვნულ დონეზე, ასევე შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე კანდიდატს ერთი და იმავე პარტიის რაიონულ სიაში[5]. ადგილები გამოყოფილია პარტიების მიერ მათი ნაციონალური წილის გამოყენებით. ნახევარი ხვდება ეროვნული სიიდან და ნახევარი იმის მიხედვით თუ რამდენ ხმას მიიღებს რაიონულ სიაში. ოთხი ადგილია გამოყოფილი ეროვნული უმცირესობებისთვის (ძირითადი წარმომადგენლები რომლისაც არაინ ასურელები, ქურთები, რუსები და იეზიდები)[5]. გენდერის კვოტი მოითხოვს მინიმუმ 25% სიაში იყოს მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ქვეყნის სიები არ შეიძლება მოიცავდეს იმავე სქესის ზედიზედ სამ წევრს.

თუ პარტიას ხმათა უმრავლესობა მიიღებს, მაგრამ ხმების 54% -ზე ნაკლებია, მათ დამატებით გამოუყოფენ ადგილებს, რათა მიიღონ სრული 54%. თუ პარტია იკავებს ადგილების ორ მესამედს, დაკარგულ პარტიებს გადაეცემათ დამატებითი ადგილების რაოდენობა. თუ მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული წინასწარი შედეგების ექვსი დღის ვადაში, ორ-ორ მხარეს შორის შემდეგი ტური უნდა ჩატარდეს 28 დღის ვადაში.

შეთავაზებული ცვლილებები საარჩევნო სისტემაში

რედაქტირება

გადადგომამდე მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წინადადებით. ის განაპირობებს პარტიებისა და საარჩევნო ალიანსების შემცირებას 4% და 6%-ით. ასევე გულისხმობს 13 რეგიონალური ოლქებიდან კანდიდატების ღია სიების გაუქმებას[6], დახურული სიებისა და სატელევიზიო დებატების დანერგვას[2]. კანონპროექტში გათვალისწინებული იყო თითოეული სქესის წარმომადგენლობაც 25%-დან 30%-მდე საპარტიო სიით. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად 2018 წლის 22 ოქტომბერს კანონპროექტი არ იქნა მიღებული[7].

რამდენიმე დღის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში მეორედ იქნა შეტანილი, თუმცა ისევ ხმების ნაკლებობის გამო იგი არ დამტკიცდა[8].

პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა არჩევნების თარიღი, იმის გამო, რომ ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა არ მიიღო. ეროვნული თვითმმართველობის გაერთიანებისა და ეროვნული დემოკრატიის ლიდერები თვლიან, რომ არჩევნები „არადემოკრატიული“ იქნება და არ მიაჩნიათ, რომ ნაჩქარევი არჩევნები ხელს შეუწყობს სტაბილური პოლიტიკური სფეროს შექმნას[9][10].

ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა წინა საპარლამენტო არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ქვეყნის ყოფილმა მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე უმრავლესობა ეროვნული კრებაში დანიშნა და თავდაპირველად მოუწოდა არჩევნების ჩატარებას 2019 წლის ზაფხულში, რათა მხარეებმა დროულად შეძლონ არჩევნებისთვის მომზადება და სომხეთის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა[11][12].

მონიტორინგი

რედაქტირება

ეუთო და ODIHR ფართომასშტაბიან სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს. არჩევნებში ასევე 200 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნება. მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პარლამენტის ოთხივე ფრაქციის დამკვირვებლები[13].

სომხეთში ევროკავშირის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ სომხეთმა შეძლო და სიტყვის თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს მიაღწია ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ[14].

პარტიები და ალიანსები

რედაქტირება

9 პარტია და 2 ალიანსი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში

  • სომხეთის რესპუბლიკური პარტია[15]
  • მოქალაქეების გადაწყვეტილება[16]
  • სომხეთის რევოლუციური ფედერაცია[17]
  • ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“[18]
  • გაბრწყინებული სომხეთი[19]
  • ქრისტიან-დემოკრატიული პარტია[16]
  • პარტია „ეროვნული პროგრესი“[16]
  • ჩვენი ალიანსი (თავისუფალი დემოკრატები და ჰანრაპეტუტიუნის პარტია)[20]
  • „ორინოტ იერკერი“[16]
  • „სასნა ცერი“[21]
  • აყვავებული სომხეთი[22]
  1. Armenia Parliament Dissolved, Early Elections Set For December
  2. 2.0 2.1 Премьер-министр Армении Никол Пашинян сообщил о том, что подал в отставку.
  3. Armenia to hold snap parliamentary elections in December. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-22. ციტირების თარიღი: 2018-11-27.
  4. All Change in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-19. ციტირების თარიღი: 2018-11-27.
  5. 5.0 5.1 REPUBLIC OF ARMENIA PARLIAMENTARY ELECTIONS 2 April 2017
  6. решение о внесении изменений в Избирательный кодекс Седа Гукасян
  7. Armenia's Parliament fails to adopt Electoral Code amendments 22.10.2018Region:Armenia; Theme: Politics
  8. Armenia Parliament committee approves election law amendment bill for 2nd time 26.10.2018; Region:Armenia; Theme: Politics
  9. Union for National Self-Determination to participate in Armenia early elections
  10. National Democratic party not to participate in snap parliamentary elections in Armenia
  11. In Setback For Pashinian, Armenian Parliament Again Fails To Pass Election Bill
  12. Pashinyan and Parliament At Odds Over Early Snap Elections as ARF Loses Ministerial Footing
  13. БДИПЧ/ОБСЕ планирует провести в Армении крупномасштабную наблюдательскую миссию
  14. EU envoy: Armenia achieved highest standards of freedom of speech
  15. Republican Party of Armenia to Field Candidates in December 9 Parliamentary Election
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Eleven Political Parties Register For Armenia’s Parliamentary Elections
  17. Civil Contract party to participate in early parliamentary elections with alliance with Mission party
  18. Armenia acting PM: We most likely will run in snap parliamentary election with My Step alliance
  19. Lusavor Hayastan Party to run for parliament individually
  20. Republic and Free Democrats parties sign memo to participate in early election as "We" alliance
  21. Sasna Tsrer party will participate in the parliamentary elections in December
  22. Armenia “Tsarukyan” faction at parliament: Bloc leader Gagik Tsarukyan should head its electoral list