სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიქმნა 1918 წლის 28 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად. ამ რესპუბლიკამ 2 წელიწადი იარსება. შემდგომში კი იგი დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა. მას დასავლეთით ესაზღვრებოდა ოსმალეთი, სამხრეთით ირანი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მოსახლეობა 3 მილიონი, ფართობი (ოფიციალურად) — 80 000 კმ².
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა Հայաստանի Առաջին Հանրապետութիւն რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი Mer Hayrenik („ჩვენი სამშობლო“) | |||||||||
დედაქალაქი | ერევანი | ||||||||
ენა | სომხური | ||||||||
რელიგია | სომხური მართლმადიდებლობა | ||||||||
ფულის ერთეული | სომხური რუბლი | ||||||||
ფართობი | 80 000 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | დაახლ. 3 მლნ | ||||||||
მთავრობის თავმჯდომარე | |||||||||
- 1918–1919 | ოვანეს კაჯაზნუნი | ||||||||
- 1919–1920 | ალექსანდრე ხატისიანი | ||||||||
- მაისი 1920–ნოემბერი 1920 | ჰამო ოჰანჯაინაინი | ||||||||
- ნოემბერი 1920–დეკემბერი 1920 | სიმონ ვრაციანი | ||||||||
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რათა კავკასიას დაეცვა თავი რუსეთის და თურქეთის აგრესიისგან, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგრამ განსხვავებული ორიენტაციის გამო (საქართველო ემხრობოდა გერმანიას, სომხეთი ინგლისს, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთს) ამიერკავკასია დაიშალა და 1918 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სომხეთმა რამდენიმე წარუმატებელი ომი გადაიტანა მეზობლებთან. კერძოდ: სომხეთ-საქართველოს ომი, სომხეთ-ოსმალეთის ომი და სომხეთ-აზერბაიჯანის ომი. ბოლოს, 1920 წელს, იგი საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.