რესპუბლიკა (ლათ. Res Publica — „ხალხის საქმე“) — სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ფორმა.

ვაჯის დედაქალაქი ვაიშალი მიიჩნევა მსოფლიოში პირველ რესპუბლიკად.[1][2][3][4]

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.

რესპუბლიკური მმართველობისას გამოყოფენ საპრეზიდენტო ხელისუფლების რამდენიმე ფორმას.

საპარლამენტო რესპუბლიკები

რედაქტირება

ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტის ძალაუფლება ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება. პრეზიდენტს მხოლოდ საცერემონიალო ფუნქციები ეკისრება (ინდოეთი, გერმანია, იტალია, მალტა, საბერძნეთი, ავსტრია, საქართველო[შენიშვნა 1] და ა. შ.);

შეზღუდული საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

რედაქტირება

ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტი, ძირითადად, როგორც სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაურია; მისი როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა, ძირითადად, საცერემონიალო ხასიათისაა, ხოლო მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, ფუნქციები გარკვეულად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ორგანოებზე (ასეთი ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, მექსიკა, პანამა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, ტაივანი);

დუალისტური საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

რედაქტირება

ასეთ ქვეყნებში გარკვეულწილად შენარჩუნებულია პარლამენტარიზმის ზოგიერთი ატრიბუტი და ამავე დროს მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციები (შრი-ლანკა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა. შ.);

შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები

რედაქტირება

აქ შეიძლება გაერთიანდეს ისეთი ქვეყნები, სადაც პირველი პირი თითქმის შეუზღუდავია თავისი ძალაუფლების გამოყენების თვალსაზრისით (ჩრდილოეთ კორეა, ინდონეზია, თურქმენეთი, უგანდა, სირია, ლიბია, სომალი, სუდანი და ა. შ.)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Martin van Gelderen & Quentin Skinner, eds., Republicanism: A Shared European Heritage, v1, Republicanism and Constitutionalism in Early Modern Europe, Cambridge: Cambridge University Press., 2002
  • Martin van Gelderen & Quentin Skinner, eds., Republicanism: A Shared European Heritage, v2, The Values of Republicanism in Early Modern Europe, Cambridge: Cambridge U.P., 2002
  • Frédéric Monera, L'idée de République et la jurisprudence du Conseil constitutionnel — Paris: L.G.D.J., 2004 Fnac, LGDJ.fr დაარქივებული 2006-09-23 საიტზე Wayback Machine.
  • James Hankins, "Exclusivist Republicanism and the Non-Monarchical Republic," Political Theory 38.4 (August 2010), 452-482.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

შენიშვნა

რედაქტირება
  1. 1995-2004 წწ საქართველო შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა იყო. 2004-2013 წწ კი - შეზღუდული საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა. იხ. საქართველოს კონსტიტუცია.
  1. http://p2.www.britannica.com/eb/article-9074639/Vaisali დაარქივებული 2008-12-23 საიტზე Wayback Machine. Vaisali, ბრიტანიკა.
  2. Bindloss, Joe; Sarina Singh (2007). India: Lonely planet Guide. Lonely Planet, გვ. 556. ISBN 1-74104-308-5. 
  3. Hoiberg, Dale; Indu Ramchandani (2000). Students' Britannica India, Volumes 1-5. Popular Prakashan, გვ. 208. ISBN 0-85229-760-2. 
  4. Kulke, Hermann; Dietmar Rothermund (2004). A history of India. Routledge, გვ. 57. ISBN 0-415-32919-1.