საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან[1].
საქართველოს კონსტიტუცია | |
---|---|
საქართველოს კონსტიტუცია | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 2 ივლისი, 1995 |
რატიფიკაცია | 24 აგვისტო, 1995 |
შენახვის ადგილი | საქართველოს პარლამენტი |
იურისდიქცია | საქართველო |
ავტორი | საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია |
ხელისმომწერნი | საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები |
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით[2], საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა[3]. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით[4].
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს[5]. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6].
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას[7].
საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია
საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა[8]. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან[9].
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“[10][11].
1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო[12]. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს — მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია, რადგან იმ დროსთან შეუსაბამო იყო[13].
მცირე კონსტიტუცია
1992 წლის 6 ნოემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც „მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იმ დროისთვის ეს კანონი აღმოჩნდა ერთადერთ აქტად, რომელსაც კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში შეეძლო გაეწია ძირითადი კანონის მაგივრობა[13].
კონსტიტუციის შემუშავება
1993 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ — სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი[14].
1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე. ამ დებულების საფუძველზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, მოადგილეებად — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი გივი ინწკირველი და ვახტანგ ხმალაძე, მდივნად — თსუ-ის პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სულ, 118 წევრი[15][16].
საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფები[17]:
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯგუფი | ხელმძღვანელი | ||||
1921 წლის კონსტიტუციის ანალიზის | ლევან თოიძე | ||||
მომდინარე საკანონმდებლო საქმიანობის ანალიზის | კონსტანტინე კემულარია | ||||
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა | დავით მელიქიშვილი | ||||
საკონსტიტუციო ზედამხედველობის საკითხთა | ჯონი ხეცურიანი | ||||
სასამართლო ხელისუფლების საკითხთა | მინდია უგრეხელიძე | ||||
სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხთა | ვლადიმერ პაპავა | ||||
უშიშროებისა და თავდაცვის საკითხთა | ნოდარ ნათაძე | ||||
საგარეო ურთიერთობების საკითხთა | თედო პატარაშვილი | ||||
ეროვნულ უმცირესობათა საკითხთა | ზურაბ ჟვანია | ||||
საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის | ლევან ალექსიძე | ||||
პრეამბულის საკითხთა | მიხეილ ნანეიშვილი | ||||
ადამიანის უფლებათა საკითხთა | ქართლოს ღარიბაშვილი | ||||
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა | თედო ნინიძე | ||||
პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებების საკითხთა | დავით კუპრეიშვილი | ||||
ტერიტორიული მოწყობის საკითხთა | ირაკლი შენგელაია |
პარლამენტის ერთ-ერთი დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროქტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე — კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო, თუმცა ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება. პრობლემათა ღრმად შესწავლისა და სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების მიზნით, კომისიის სამდივნოს მიერ 1993-1995 წლებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა კონფერენცია და სემინარი. სამდივნოს აქტიურ დახმარებას უწევდა ვენეციის კომისია[18].
1995 წლის დასაწყისში საკონსტიტუციო კომისიაში, გარდა ედუარდ შევარდნაძის პროექტისა, უკვე 12 პროექტი იყო, რომლებიც წარმოადგინეს: პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „ხმა ერისა“, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ჯგუფმა, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, მშრომელთა ინტერესების დაცვის საზგადოებამ, საქართველოს სახალხო პარტიამ, საქართელოს სახალხო ფრონტის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს კომერციულმა ბანკმა „აისი“, საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ, ღვთისშვილთა კავშირმა, ალექსანდრე შუშანაშვილმა (საინიციატივო პროექტი) და საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა.
ყველა პროექტი მეტ-ნაკლებად დეტალურად იქნა შესწავლილი კომისიის სხვადასხვა დონეზე, იყო შეჯერებული ვარიანტის შემუშავების მცდელობაც.
კონსტიტუციის მიღება
1995 წლის მაისში საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომებზე საბოლოო განხილვები დაიწყო. განხილვას საფუძლად დაედო ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი პროექტი. 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო პროექტი და იგი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადასცა[19].
საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის — კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით[19].
1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი[20].
ცვლილებები და დამატებები
2004 წლამდე
კონსტიტუციის პირველი რევიზია განხორციელდა 1999 წლის 20 ივლისს მიღებული ორი კონსტიტუციური კანონით. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლების ზოგიერთ დებულებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა იყო[21].
2000 წლის 20 აპრილსა და 2002 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური კანონით კონსტიტუციის შესაბამის ნაწილებში აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახით[22].
2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის მე-9, 66-ე, 73-ე და 89-ე მუხლები. ამ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე დაიშვა კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის[21].
2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი და დაწყებით განათლებასთან ერთად სავალდებულოდ გამოცხადდა აგრეთვე საბაზისო განათლება[23].
2004 წლის რეფორმა
მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა 2004 წელს. ცვლილება შეეხო 30-მდე მუხლს, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე1 თავი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობას, ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი არსებითად შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა — საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეფციურ საფუძვლად სახელდება ე.წ. ფრანგული მოდელი[23].
2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი[23].
2004 წლის 1 ივლისს კონსტიტუციური კანონით, რომელიც კონსტიტუციის ტექსტში არ შედის, განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ორგანოთა სისტემა, მათი კომპეტენცია. ამავე კანონით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში[23].
2005-2009 წწ
2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა, 10-ის ნაცვლად დადგინდა 7 წევრის მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის[23].
2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 26-ე მუხლის მე-5 პუნქტებს — ამოღებულ იქნა სიტყვები „უშიშროების სამსახური“, ცვლილება შეეხო 73-ე მუხლს, რომლითაც პრეზიდენტს მიეცა უფლება, გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები[22].
2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო სასამართლო ხელისუფლების რეგულაციას — დადგინდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკობრივი ცენზები; შეეხო მოსამართლის სტატუსს, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთ სუბიექტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს საკასაციო სასამართლოს სტატუსს[22].
2006 წლის 27 დეკემბერს მიიღეს ოთხი კონსტიტუციური კანონი. ერთ-ერთი მათგანით აიკრძალა სიკვდილით დასჯა, ხოლო მე-17 მულხს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც მიხედვითაც, იკრძალება დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება. შემდეგი კონსტიტუციური კანონები ეხება პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას, პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში; მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებს[22].
2008 წლის 11 მარტის კონსტიტუციური კანონი შეეხო პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობას, მთავრობის შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის ინსტიტუტს[22].
2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონის მიხედვით, პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი; საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა[24].
2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო იმპიჩმენტის საფუძველს, პრეზიდენტის უფლებას, თანამდებობიდან გადააყენოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები; პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში[24].
2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი — თბილისში (ქუთაისში უნდა გაიმართოს პლენარული სხდომები), თუმცა მის ამოქმედებამდე მასში ცვლილებები იქნა შეტანილი და დაზუსტდა, რომ ადგილსამყოფელი იქნებოდა თბილისსა და ქუთაისში.[24][25]
2010 წლის რეფორმა
არსებითი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ.
კომისია
2009 წლის 8 ივნისის საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ითვალიწინებდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის შექნას. ამ განკარგულების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი.
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა | |||||
---|---|---|---|---|---|
პიროვნება | თანამდებობა | ||||
ლევან ალექსიძე | აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი | ||||
გიორგი კახიანი | თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი | ||||
გიორგი კვერენჩხილაძე | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი | ||||
მალხაზ მაცაბერიძე | პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი | ||||
კახი ყურაშვილი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი | ||||
ნანა ჭიღლაძე | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი | ||||
ზურაბ ჯიბღაშვილი | თსუ-ის დოქტორანტი | ||||
მზია ლეკვეიშვილი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი | ||||
ზურაბ დავითაშვილი | პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი | ||||
მარინა გარიშვილი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი | ||||
ვასილ გონაშვილი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი | ||||
დავით აფრასიძე | ფილოსოფიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი | ||||
გია ნოდია | ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი | ||||
გია გეწაძე | იურისტი | ||||
ზაზა ბიბილაშვილი | იურისტი | ||||
ზაზა რუხაძე | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი | ||||
იაკობ ფუტკარაძე | იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი | ||||
ქეთევან ქოქრაშვილი | იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი | ||||
სოსო ცინცაძე | ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი | ||||
თორნიკე გორდაძე | პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფები:
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯგუფი | ხელმძღვანელი | ||||
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის | ვასილ გონაშვილი | ||||
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა | ნანა ჭიღლაძე | ||||
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა | გიორგი კვერენჩხილაძე | ||||
ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა | კახი ყურაშვილი | ||||
პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა | სოსო ცინცაძე | ||||
პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა | ზაზა რუხაძე | ||||
სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების | იაკობ ფუტკარაძე | ||||
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და საქართველოს კონსტიტუციური მემკვიდრეობის საკითხთა | მალხაზ მაცაბერიძე | ||||
კონსტიტუციის საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხთა | ლევან ალექსიძე |
ცვლილებები
ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. პრეამბულის თხრობის სტილი შეიცვალა მესამე პირში, კონსტიტუცია ემყარება არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას[5].
ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმებში. კონსტიტუციას ჩაემატა მეშვიდე1 თავი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხებს არეგულირებს[26].
2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ ცვლილებებით შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა — საქართველო გახდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს. იგი გახდა მთავრობის მეთაური. შემოღებულ იქნა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი — პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის 731 მუხლში გათვალისწინებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი — მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ითვლება[27].
იმავე წელს, კონსტიტუციის ახალ რედაქციას დაემატა (კონსტიტუციური კანონი 15.12.2010წ, N4033-რს) 3 პუნქტი, რომლითაც დასრულდა მთავრობის 2009 წელს წამოყენებული ინციატივა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის საკონტიტუციო დონეზე დარეგულირების ნაწილში.[28] კერძოდ, კონსტიტუციის 94-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „ხანგრძლივი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები დგინდება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობის დროს ზღვრებისაგან გადაცდენის შემთხვევები, ასევე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ორგანული კანონით.“, ხოლო 94-ე მუხლს დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლითაც შეიზღუდა ხელისუფლების დისკრეცია გადასახადების დაწესებასა და ცვლიელბაში, რეფერენდუმის სასარგებლოდ.[29]
კრიტიკა
2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ რეფორმას დადებითი შედეგი მოყვა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამას არანაირი ცვლილება არ მოყოლია, არამედ, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. დადებით მხარედ ყველა ასახელებს იმას, რომ შეიზღუდა პრეზიდენტის ძალაუფლება და მისი უფლებამოსილებები გადანაწილდა ხელისუფლების სხვა შტოებზე, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრზე — მას საგრძნობლად გაეზარდა უფლებამოსილებები. მაგრამ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საზოგადოებაში გამოწვეული დავისა. კონსტიტუციური რეფორმის მოწინააღმდეგეთა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აზრით, განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმა ემსახურებოდა არა მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას[30].
2011-2013 წწ
2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით რამდენიმე ცვლილება და დამატება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში.
2011 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით (N5630-რს) ხუთ მუხლში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირთაგან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენთათვის დაშვებულ იქნა არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება. შეიცვალა პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი – საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის დადგენილზე ნაკლები მანდატის მოგროვების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტებს მანდატები შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე. შეიცვალა ვეტოს დაძლევის წესი, კერძოდ: კანონის პროექტი პირვანდელი სახით „მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.“ დაზუსტდა კონსტიტუციის გადასინჯვის წესიც: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.“ [31]
2012 წლის 22 მაისის კონსტიტუციური კანონით საქართველოს მოქალაქის პარლამენტის წევრად აარჩევის ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა. ასევე, ერთჯერადა 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება მიეცათ პირებს, რომლებიც დაბადებული იყვნენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ნორმის ამოქმედების მომენტისთვის გააჩნდათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.[32] 2012 წელსვე საქართველოს კონტროლის პალატა შეიცვალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურით,[შენიშვნა 1] რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური აუდიტორი,[33] და კონსტიტუციაში აისახა ქალაქ ლაზიკის შესახებ ჩანაწერი.[34]
2017 წლის რეფორმა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,[შენიშვნა 2] 15 დეკემბრის N65-Iს დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა ემუშავა კონსტიტუციის მორიგ გადასინჯვაზე. კონსტიტუციის გადასინჯვა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც საპროგრამო დოკუმენტში გაცხადებულ იქნა მმართველობის საპარლამენტო მოდელის მხარდაჭერა.[35][36][შენიშვნა 3] თუმცა მანამდე დაწყებული გადასინჯვის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.[შენიშვნა 4]
დაახლოებით 4 თვის მუშაობის შედეგად, 2017 წლის 22 აპრილს საკონსტიტუციო კომისიამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან და დამატებებთან ერთად, მოქმედ კონსტიტუციის ტექსტს მთლიანად უცვლიდა რედაქციას.[შენიშვნა 5] ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა[37] და მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტი 108 წევრის ინიციატივით 1 მაისს წარედგინა პარლამენტს, რის შემდეგაც დაიწყო საყოველთაო სახალხო განხილვები.[38] საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში საჯარო შეხვედრები 2 ეტაპად გაიმართა. I ეტაპი მიმდინარეობდა: ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავში, თბილისში. II ეტაპი გაგრძელდა: ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, კასპში, ოზურგეთში, მესტიაში, ყაზბეგში, მარტვილში და თბილისის 9 რაიონში - ჯამში 29 შეხვედრა. ასევე გროვდებოდა წერილობითი ინფორმაციაც. კომისიამ შემაჯამებელი ოქმი მოამზადა 5 ივნისს და გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.[39]
პროცესის პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მანამდე უარი განაცახადა კომისიაში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობაზე,[40] ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ეწეოდა საინფორმაციო კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის მიზანიც იყო კონსტიტუციის შექმნის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა, ასევე ცნობიერების ამაღლება.[41]
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშაობაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მიზეზი ის იყო,რომ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს, რომლის მიხედვით, კომისიას სამი თანახელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა. ეს რეალურად საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. ამის სანაცვლოდ, საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი და ამას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი, რომელიც პირველ რიგში, კონსტიტუციაში მდგომარეობდა. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირება, არის საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა.“
| |
(ირაკლი კობახიძე[42])
|
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი საკონსტიტუციო უმრავლესობით ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო,[43] რამაც კიდევ უფრო დაძაბა პოლიტიკური ვითარება რეფორმის გარშემო.[44] მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მიღებამდე გადაედო მესამე მოსმენა პარლამენტში.[45] განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიეს კანონპროექეტით შემოთავაზებულმა პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებმა და მათმა გარდამავალმა დებულებებმა, ასევე პროცედურულმა საკითხებმა, რამაც თავის მხრივ კონსტიტუციის დაბალი ლეგიტიმაციის კითხვები გააჩინა.[46][47][48] საბოლოო პარლამენტმა მესამე მოსმენა სექტემბერში ჩანიშნა, რისთვისაც საჭირო გახდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა და რაზეც თავის მხრივ პრეზიდენტმა უარი განაცხადა.[49] ამის მიუხედავად, კონსტიტუციის მაშინდელი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მაინც შეიკრიბა და 26 სექტემბერს მესამე მოსმენით კენჭი უყარა ცვლილებების პროექტს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საბოლოოდ, კანონპროექტი 117 მომხრე და 2 წინააღმდეგი შედეგით დამტკიცდა და იმავე დღესვე გაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.[50]
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციები გამართა. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ასევე მიიწვია საპრალამენტო უმრავლესობის წევრები, თუმცა არც მათ და არც მმართველ პარტიას პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციის მიღებულ რედაქციაზე ვეტოს დადებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან. თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს, როგორც კონსესუს, სთავაზობდა ვეტო მხოლოდ ორ ნაწილში, ბონუსების ამოღების და ბლოკების გაუქმების ნაწილში გამოიყენებინა.[51][52] საბოლოოდ პრეზიდენტმა, 9 ოქტომბერს, კანონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს ხელახლა განსახილვევლად. პრეზიდენტის განცხადებით, მის მიერ პარლამენტში წარდგენილი 6-პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნებიდან პირველი 4 პუნქტი, სრულად იმეორებდა ვენეციის კომისიის წინაშე „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებას და ესენი იყო: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები, ხოლო მე-5 საკითხი — 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი — მისი თქმით ასევე „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა. ბოლო საკითხი კი ეხებოდა პრეზიდენტის არჩევის წესს და პრეზიდენტი საკითხის მომავალში განხილვას სთავაზობდა პარლამენტს, ხოლო პირდაპირი არჩევის წესის დატოვებას იმ დრომე, სანამ საქართველოს ეყოლებოდა ორპალატიანი პარლამენტი.[53] პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არასამთავრო სექტორის ნაწილმაც დაუჭირა.[54] პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და 13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა კანონპროექტის პირვანდელ (წარდგენილ) რედაქციას. სხდომაზე რეგისტრაცია 124-მა წევრმა გაიარა, აქედან პრეზიდენტის შენიშვნებს 110 მოწინააღმდეგე და 8 მომხრე ჰყავდა. კონსტიტუციური კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას კი მხარი 117-მა წევრმა დაუჭირა. სხდომა განხილვამდე დატოვა ფრაქია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო ფრაქია „ევროპულმა საქართველომ“ პროცესი სხდომაზე მიტანილი სპეციალური ბანერით გააპროტესტა.[55] მიღებული კონსტიტუციური კანონი (N1324-რს, 2017) ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტს. არსებობდა მოლოდინი, რომ დაპირისპირების ფონზე პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა კანონს, თუმცა მან 19 ოქტომბერს კანონს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა.[56]
ამის შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ტექსტის მორიგ გადასინჯვაზე დაიწყო მუშაობა უკვე მიღებულ კანონში (N1324-რს[57]) ცვლილებების განხილვით, რაც მეტწილად განპირობებული იყო ბონუსების ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების დაპირებით.[58] ამჯერადაც პროცესი პოლიტიკური დაძაბულობის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიციურმა ფრაქციებმა უარი განაცხადეს გადასინჯვის პროცესში მონაწილეობაზე.[59][60] 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს 116 წევრის ინიციატივით წარედგინა ცვლილებების მორიგი პროექტი, რომელიც გარდა ბონუსების და ბლოკების დაპირებული საკითხისა, ცალკეულ ნორმათა სამართლებრივ და რედაქციულ დაზუსტებებს ითვალისწინებდა.[60] საბოლოოდ, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა 2018 წლის 23 მარტს, საქართველოს კონსტიტუციური კანონის N2071-IIს მიღებით.[61]
2017 წლის რეფორმის შედეგად მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია საბოლოოდ ძალაში შევდა 2018 წელს საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე.[62]
კომისია
2016 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 23 დეკემბრის N253/3 ბრძანებით დამტკიცდა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები, წევრები სხვა ფრაქციებიდან და დამოუკიდებელი დეპუტატები, აგრეთვე იმ პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც. კომისიის წევრებად დასახელდნენ ასევე: საქართველოს პრეზიდენტის,[შენიშვნა 6] მთავრობის და სასამართლოს წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს და მთავრობის თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჯამში კომისია შედგებოდა 73 წევრისგან.[63][64]
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა | |||||
---|---|---|---|---|---|
სტატუსი | პიროვნება | წარმომადგენლობა | |||
თავმჯდომარე | ირაკლი კობახიძე | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე | |||
მდივანი | თამარ ჩუგოშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | არჩილ თალაკვაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ზვიად ძიძიგური | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | გიორგი ვოლსკი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ილია ნაკაშიძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | მამუკა მდინარაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | კახაბერ ოქრიაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | კობა ნარჩემაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | სიმონ ნოზაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ნინო გოგუაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ეკა ბესელია | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ვანო ზარდიაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | დავით მათიკაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | გიორგი კახიანი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ირაკლი სესიაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | გიორგი ლილუაშვილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | სოფიო კილაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | გედევან ფოფხაძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | მანანა კობახიძე | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ზაქარია ქუცნაშცილი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ზაზა გაბუნია | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | სავალან მირზოევი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | ენზელ მკოიანი | საპარლამენტო უმრავლესობა | |||
წევრი | სერგი კაპანაძე | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | ოთარ კახიძე | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | გიორგი ტუღუში | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | ზურაბ ჭიაბერაშვილი | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | ხათუნა გოგორიშვილი | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | სალომე სამადაშვილი | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | მამუკა ჩიქოვანი | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | ირაკლი აბესაძე | საპარლამენტო უმცირესობა | |||
წევრი | ირმა ინაშვილი | ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ | |||
წევრი | ნატო ჩხეიძე | ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ | |||
წევრი | სალომე ზურაბიშვილი | პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი | |||
წევრი | შალვა შავგულიძე | ამომრჩეველთა ხმების 3% მიღებული პარტიები | |||
წევრი | დიმიტრი ლორთქიფანიძე | ამომრჩეველთა ხმების 3% მიღებული პარტიები | |||
წევრი | გიორგი გუგავა | ამომრჩეველთა ხმების 3% მიღებული პარტიები | |||
წევრი | ნიკა მაჭუტაძე | ამომრჩეველთა ხმების 3% მიღებული პარტიები | |||
წევრი | ანა ნაცვლიშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ეკა გიგაური | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | მიხეილ ბენიძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ვახტანგ ნაცვლიშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ლაშა ტუღუში | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | არნო სტეპანიანი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | დავით ასათიანი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | რატი ბრეგაძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ვასილ გონაშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ავთანდილ დემეტრაშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ვახტანგ მენაბდე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | შალვა პაპუაშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ზაზა რუხაძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | მინდია უგრეხელიძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | თენგიზ შარმანაშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ვახტანგ ძაბირაძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ჯონი ხეცურიანი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ვახტანგ ხმალაძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ანა ფირცხალაშვილი | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები | |||
წევრი | ზვიად კორძაძე | ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები |
კომისიამ მუშაობა წარმართა თემატურ ჯგუფებად:
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
- საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
- საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.
ცვლილებები
რეფორმის შედეგად ცვლილებები განიცადა კონსტიტუციის მთლიანმა ტექსტმა,[შენიშვნა 7][65] როგორც რედაქციული, ისე სამართლებრივ ნორმათა გადამუშავების თვალსაზრისით. კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედგება: პრეამბულისგან, 11 თავისა და 78 მუხლისგან. ძველი რედაქციისგან განსხვავებით, თითოეული მუხლი დასათაურებულია და მათში ასახულია მუხლის შინაარსი.[შენიშვნა 8]
კონსტიტუციურ ნორმად იქცა:
- შშმ პირების და მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის სახელმწიფო ვალდებულება;
- მოქალაქის სარჩელის „გონივრულ ვადაში” განხილვის უფლება;
- ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება;
- აკადემიური თავისუფლება;
- ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი;
- ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება;
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის უფლება.
შეიცვალა:
- პრეზიდენტის, დეპუტატის და საკონსტიტუციოს მოსამართლის ასაკი და კერძოდ, გაიზარდა;[შენიშვნა 9]
- პრეზიდენტის არჩევის წესი — 2023 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი წესით საარჩევნო კოლეგიის მიერ, 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იქნება 300 წევრი;[შენიშვნა 10]
- პროკურატურა გამოვიდა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობიდან და გახდა დამოუკიდებელი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო;
- ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არჩევა აიკრძალა;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდა 28 მოსამართლემდე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ (ხოლო თავმჯდომარეს 10 წლით) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი;[შენიშვნა 11]
- საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე საარჩევნო წელს ვერ განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელ ნორმებს;
- პარლამენტის წევრები აირჩევიან პროპორციული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ. ფრაქციის შესაქმნელად არანაკლებ 7 დეპუტატი იქნება საჭირო და ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წევრები ვერ შექმნიან ერთზე მეტ ფრაქციას;
- პარლამენტის ადგილსამყოფელი. ამის ამრეგულირებელინორმა ამოღებულია კონსტიტუციის ტექსტიდან და რეგულირდება მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით;
- გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
გარდამავალი ნორმები:
კონსტიტუციურ კანონი (N1324-რს), რომელითაც კონსტიტუციას ეცვალა რედაქცია, ასევე ადგენს გარდამავალ ნორმებს, რომელითაც:
- ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კანონებს: „სახელმწიფო ენის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“;
- 94-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებდა ახალი გადასახადების შემოღების საკითხს რეფერენდუმის გზით, ჩამოყალიბდა კონსტიტუციური კანონის (N1324-რს) გარდამავალი ნორმის სახით, სადაც აღნიშნულია, რომ ხსენებული კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
- საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით;
- 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე მოსამართლის უვადოდ განწესების დათქმა გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უვადოდ განწესების შემთხვევაში;
კრიტიკა
კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, საწყის ეტაპზევე წარიმართა კრიტიკის ფონზე, რამდენადაც პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირების საგანი აღმოჩნდა თავად საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების საკითხი.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
შინაარსი
პირვანდელი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 9 თავი და 109 მუხლი[68]. ამჟამად, კონსტიტუცია შედგება პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 11 თავი და 124 მუხლი. კონსტიტუციას ჩაემატა მეოთხე1 და მეშვიდე1 თავები, 341, 481, 511, 731, 801, 811, 812, 813, 814, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1042, 1043 მუხლები, ამოღებულ იქნა 761 და 91-ე მუხლები.
პრეამბულა
პრეამბულაში გამოთქმულია საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. პრეამბულას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ძირითადი ნაწილი
ძირითადი ნაწილი მოიცავს 10 თავს, რომელთაგან პირველი ეხება ზოგად დებულებებს, მეორე — საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანთა უფლებებს, მესამე — საქართვეთველოს პარლამენტს, მეოთხე — საქართველოს პრეზიდენტს, მეოთხე1 — საქართველოს მთავრობას, მეხუთე — სასამართლო ხელისუფლებას, მეექვსე — სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, მეშვიდე — სახელმწიფო თავდაცვას, მეშვიდე1 — ადგილობრივ თვითმმართველობას, მერვე — კონსტიტუციის გადასინჯვას.
ზოგადი დებულებები
კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია კონსტიტუციური წყობილების საფუძვლები. პირველი თავი აცხადებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა[3]; ქვეყნის ტერიტორია განსაზღვრულია 1992 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით[69]; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი[70]; სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6]; საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური[71]. ხაზგასმულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი და აქვე აღიარებულია რწმენის სრული თავისუფლება.[72] საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებულია თბილისი[73].
საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი
მეორე თავში განმტკიცებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები. მეორე თავი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა[74]; სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და სიკვდილით დასჯა აკრძალულია[75]; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება[76]; ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია[77]; ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია[78]; ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.[79]; საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია[80] ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია[81]; ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია[82]; მასმედია თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია[83]; აღიარებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება [84]; ყველას აქვს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება[85]; უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება[86], სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება[87], შრომის თავისუფლება[88], უდანაშაულობის პრეზუმფცია [89], სასამართლოსადმი მიმართვის უფლება[90].
მეორე თავი აგრეთვე ადგენს, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის იმ უფლებებს, რომლებიც ტექსტში პირდაპირ არაა მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან[91]. განსაზღვრულია ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს[92]. მეორე თავის თანახმად, შექმნილია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას[93].
საქართველოს პარლამენტი
მესამე თავი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბების, მის უფლებამოსილებებსა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, დეპუტატთა სამართლებრივ სტატუსსა და გარანტიებს, დეპუტატის იმუნიტეტს, ინდემნიტეტს. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და სხვ.[94].
საქართველოს პრეზიდენტი
მეოთხე თავში მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, მისი არჩევის, უფლებამონაცვლეობისა და იმპიჩმენტის წესი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. იგი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას[95].
საქართველოს მთავრობა
მეოთხე1 თავი არეგულებს საკითხებს საქართველოს მთავრობის შესახებ. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე[96]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი[97].
სასამართლო ხელისუფლება
მეხუთე თავში მოცემულია საკითხები საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შესახებ. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო[98]. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს საერთო სასამართლოები[99]. ამ თავში ასევე მოცემულია საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესი, მათი უფლებამოსილებები, შემადგენლობა, მოსამართლეთა სამართლებრივი სტატუსი და გარანტიები. დაუშვებელია საგანგებო და სპეციალური სასამართლოების შექმნა[100].
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი
მეექვსე თავში მოცემულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი[101]; დადგენილია მოქალაქეთა ვალდებულება, გადაიხადონ გადასახადები და მოსაკრებლები[102]; საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი, ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირების წესი, შემადგენლობა და უფლებამოსილებები[103]; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, სტატუსი და უფლებამოსილებები[104].
სახელმწიფო თავდაცვა
მეშვიდე თავი აცხადებს, რომ თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა[105]; ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები[106]; საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია[107]; ამ თავში მოცემულია ნორმები ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ[108].
ადგილობრივი თვითმმართველობა
მეშვიდე1 თავი აწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, მის უფლებამოსილებებს[109], სტატუსს, თვითმმართველი ერთეულის დამოუკიდებლობის გარანტიებს[110], ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს[111].
კონსტიტუციის გადასინჯვა
მერვე თავი ითვალისწინებს კონსტიტუციის გადასინჯვის ორ სახეს, ზოგადსა და ნაწილობრივს[112]. ზოგადი გადასინჯვა გულისხმობს ახალი კონსტიტუციის მიღებას, ხოლო ნაწილობრივი — არსებულ ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას[113]. კონსტიტუციის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს[112]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ[114]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი[115]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს, კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი[116].
გარდამავალი დებულებები
მეცხრე თავში რეგლამენტირებულია კონსტიტუციის ძალაში შესვლის პირობები[117] და წესები[118], მისი ამოქმედების შედეგები კანონმდებლობისათვის, სახელმწიფო ვალდებულება კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის, კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობის მოყვანის შესახებ[119]; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიღების ვადა[120].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- საქართველოს კონსტიტუცია
- ა. დემეტრაშვილი; ი. კობახიძე (2010). კონსტიტუციური სამართალი. თბილისი.
- პ. ცნობილაძე (2004). კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი. თბილისი.
- კ. კუბლაშვილი (2010). ძირითადი უფლებები. თბილისი.
- გაული ვ., „კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995)“ = Verfassungsgebung in Georgien, თბილისი: IRIS Georgia, 2002 [2001], ISBN 99928-0-447-5.
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს კონსტიტუცია (1995) ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, თბ., 1996
- საქართველოს კონსტიტუცია დაარქივებული 2013-11-04 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს პარლამენტი
- ვენეციის კომისია
- საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილება
- საჯარო განხილვის კომისიის შეხვედრები
- ექსპერტთა აზრი
- კომენტარები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე
სქოლიო
შენიშვნა
- ↑ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, სამსახურის სახელწოდებაში, მისი წინამორბედისგან განსახვავებით, აღარ ფიგურირებს სიტყვა „საქართველოს“.
- ↑ აღსანიშნავია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილ იქნა საკონსტიტუციო უმრავლესობით.
- ↑ თუმცა იქვე აღინიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებული იქნებოდა ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე.
- ↑ კერძოდ, 2013 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N1479-Iს დადგენილებით ასევე შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი პარლამენტისთვის 2014 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარედგინა, რაც ვერ მოხერხდა ორგზის გადავადდების მიუხედავად და საბოლოოდ 2016 წლის 29 თებერვალს კომისიას ვადა ამოეწურა.
- ↑ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შეიცვალა ყველა მუხლი, ხოლო უმეტესობა — შინაარსობრივადაც.
- ↑ თუმცა პრეზიდენტმა უარი განაცხადა კომისიაში თავისი წარმომადგენლების მონაწილეობაზე, რითაც უნდობლობა გამოუცხადა კომისიას.
- ↑ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით პრეამბულა არ შეცვლილა, ის ჩასწორდა პუნქტუაციის თვალსაზრისით.
- ↑ ასე მაგალითად, პირველი მუხლი, რომელიც სახელმწიფო დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ეწოდა „სახელმწიფო სუვერენიტეტი“.
- ↑ პარლამენტის დეპუტატი ვერ იქნება 25 წელზე უფრო ახალგაზრდა, პრეზიდენტი უნდა იყოს სულ მცირე 40 წლის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე — არანაკლებ 35 წლის.
- ↑ საარჩევნო კოლეგიაში შევლენ: საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
- ↑ დანიშვნამდე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და შემდგომ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
წყარო
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ 3.0 3.1 საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუცის მე-5 მუხლი
- ↑ 5.0 5.1 საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა
- ↑ 6.0 6.1 საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 51
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 52-53
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 56-57
- ↑ ცნობილაძე (2004), გვ. 126
- ↑ ცნობილაძე (2004), გვ. 127-128
- ↑ 13.0 13.1 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 58
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 59
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 59-60
- ↑ ცნობილაძე (2004), გვ. 132
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 60
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 61
- ↑ 19.0 19.1 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 62
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 62-63
- ↑ 21.0 21.1 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 66
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 68
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 67
- ↑ 24.0 24.1 24.2 დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 69
- ↑ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი 5630-რს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (01.07.2011). ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეშვიდე1
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია
- ↑ საქართველოს პრეზიდენტი. (28.10.2009) კანონპროექტი N07-1/136/7. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12.11.2019. ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტი. (28.10.2009) განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 06.04.2022. ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ SMS-კონსტიტუცია, „გათიშული“ ოპოზიცია. „ჯი-ეიჩ-ენი“, ზაალ ანჯაფარიძე (25.10.10).
- ↑ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციური კანონი. საქართველოს პარლამენტი (25.10.10). ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი N6238-Iს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (22.05.2012). ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი N6239-Iს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (22.05.2012). ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი N6602-რს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (22.05.2012). ციტირების თარიღი: 27.09.2019.
- ↑ ქართული ოცნება. (21.02.2012) საარჩევნო პროგრამა. კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაცია. ivote.ge. ციტირების თარიღი: 02.10.2019.
- ↑ Davit Zedelashvili. (31.01.2017) 2017 Constitutional Reform in Georgia: another misguided quest or genuine opportunity? (ინგლისური). News article. constitutionnet.org. ციტირების თარიღი: 02.10.2019.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. (21.02.2012) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის დადგენილება N810-IIს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 02.10.2019.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. (03.05.2017) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე. საქართველოს პარლამენტის დადგენილება N742-IIს. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისი. (05.06.2017) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07–3/52, 01.05.2017) საყოველთაო–სახალხო განხილვის შემაჯამებელი ოქმი. ირაკლის კობახიძის წერილი საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ ქეთი მაჭავარიანი. (12.12.2016) პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს ამბობს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ გუკი გიუნაშვილი. (10.03.2017) პრეზიდენტმა კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” დაიწყო. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური გარანტიების შექმნა. ახალი ამბები. საქართველოს პარლამენტი (19.07.2017). ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები მეორე მოსმენით მიიღო. ახალი ამბები. საქართველოს პარლამენტი (23.06.2017). ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ ქეთი მაჭავარიანი. (29.06.2017) ჯანი ბუკიკიო: ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ მარიამ ბოგვერაძე. (30.06.2017) პრემიერი: კონსტიტუციის მესამე მოსმენამდე ვენეციის კომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ გიორგი დიასამიძე. (15.08.2017) ორი მოსმენით მოსესაც არ მიუღია ათი მცნება – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ გიორგი დიასამიძე. (15.08.2017) ხელისუფლება კომპრომისის იმიტაციის შექმნას ცდილობს – კორძაია “ოცნების განახლებულ დიალოგზე”. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ მარიამ ბოგვერაძე. (22.08.2017) ოპოზიციის წერილობითი პასუხი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდს. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ ელენე ხაჭაპურიძე. (25.09.2017) პრეზიდენტი კონსტიტუციაზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ ლელა კუნჭულია. (26.09.2017) ფართო კონსენსუსის გარეშე დამტკიცებული კონსტიტუცია. ახალი ამბები, პოლიტიკა. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 14.10.2019.
- ↑ გიორგი დიასამიძე. (28.09.2017) პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს „ქართულ ოცნებას” და გააგრძელოს შეხვედრები ოპოზიციასთან – ჩიხრაძე. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 19.10.2019.
- ↑ ელენე ხაჭაპურიძე. (03.10.2017) მარგველაშვილი უმრავლესობას კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში იწვევს. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 19.10.2019.
- ↑ პრესსამსახური. (09.10.2017) საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. სიახლეები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19.10.2019. ციტირების თარიღი: 19.10.2019.
- ↑ ელენე ხაჭაპურიძე. (07.10.2017) NGO-ები: პრეზიდენტის შეთავაზება კონსტიტუციაზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობაა. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 19.10.2019.
- ↑ გიორგი დიასამიძე. (13.10.2017) პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 19.10.2019.
- ↑ მიშა მეფარიშვილი. (19.10.2017) პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი მოაწერა. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. (13.10.2017) საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ ქეთი მაჭავარიანი. (30.10.2017) პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ ქეთი მაჭავარიანი. (30.10.2017) გოცირიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ 60.0 60.1 ქეთი მაჭავარიანი. (31.10.2017) “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. ახალი ამბები. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ საქართველოს პარლამენტი. (23.03.2018) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. საქართველოს კონსტიტუცია. ტაბულა (16.12.2018). ციტირების თარიღი: 26.10.2019.
- ↑ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა. ვებ გვერდი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია (23.12.2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.07.2019. ციტირების თარიღი: 13.10.2019.
- ↑ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. (23.12.2016) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ბრძანება N253/3. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 12.10.2019.
- ↑ კონსტიტუციის კონსოლიდირებული ვერსიების შედარება. საქართველოს კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2013 და 2018 წლის ვერსიები). ციტირების თარიღი: 28.10.2019.
- ↑ თეონა მანაგაძე. (28.10.2018) პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ახალი ამბები. პირველი არხი, სსმ. ციტირების თარიღი: 31.10.2019.
- ↑ რა შეცვალა ახალმა კონსტიტუციამ? მთავარი. ახალი ამბები. იმედი (29.10.2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31.10.2019. ციტირების თარიღი: 31.10.2019.
- ↑ საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 48 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 92-ე და 93-ე მუხლები
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 96-ე და 96-ე მუხლები
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ 112.0 112.1 საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტი
- ↑ დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 65
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-4 პუნქტი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 109-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლი
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლის მე-3 პუნქტი