საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი — საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელს. სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მასში თანაბრადაა განმტკიცებული საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და, ამავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სულ ცოტა სამი მეხუთედი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-9125-9-7. გვ. 18.
- პ. ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ტ I, თბილისი, 2004, გვ. 41.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2016-06-14.
- საქართველოს პარლამენტის დადგენილება “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სამთავისისა და გორის ეპარქიის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-14. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
- კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი (2011-01-06). ციტირების თარიღი: 2011-01-19.
- საქართველოს პარლამენტი. (2001-03-30) საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ. პარლამენტის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
- დავით ჩიკვაიძე. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის - კომენტარები. მართლმადიდებლური ინტერნეტ პორტალი orthodoxy.ge. ციტირების თარიღი: 2011-01-19.