აღმასრულებელი ხელისუფლება

აღმასრულებელი ხელისუფლებახელისუფლების ან საჯარო მმართველობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, პასუხისმგებელია სახელმწიფო მართვა-გამგეობაზე, კონსტიტუციისა და კანონთა აღსრულებაზე. ამგვარ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლება არ ეწევა კანონმდებლობით საქმიანობას (საკანონმდებლო ხელისუფლება) და არ განმარტავს მათ (სასამართლო ხელისუფლება). აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც წესი კანონთა აღსრულების მიზნით, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. ზოგიერთი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში მას შეიძლება გააჩნდეს დეკრეტის გამოცემის, კანონშემოქმედებისა და საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება. ბევრ ქვეყანაში აღმასრულებელი ბიუროკრატია ნორმატიული რეგულაციების მთავარი წყაროა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

აღმასრულებელი ხელისუფლება. საქმოქალაქო განათლების ლექსიკონი. სპებ (2008).


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.